Magdalena Posted November 9, 2018 Share Posted November 9, 2018 კომპანია Mad Catz-მა დააანონსა ერთდროულად ოთხი მაუსი, რომლებიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისთვის. მაუსების სახელებია R.A.T. Pro S3, R.A.T.4+, R.A.T.6+ და R.A.T.8+. R.A.T. Pro S3 მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი Pixart PMW 3330 - 7200 DPI-მდე. მთავარი გადამრთველები (OMRON) გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებისთვის. მაუსს აქვს Chameleon RGB მრავალფერიანი განათება. რეგულირებადი ზედა პანელი უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროსაც. კომპიუტერს მაუსი უკავშირდება USB ინტერფეისით. Polling rate – 2500 ჰერცამდე. R.A.T.4+ მაუსსაც აქვს Pixart PMW 3330 სენსორი 7200 DPI-ით, ასევე, ცხრა პროგრამირებადი ღილაკი. მთავარი გადამრთველების მუშაობის ხანგრძლივობა - 20 მილიონჯერ გამოყენება. Polling rate – 1000 ჰერცამდე. R.A.T.6+ მაუსს აქვს Pixart PMW 3360 სენსორი - 12 000 DPI-მდე და თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი. გათვლილია 50 მლნ გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მასის რეგულირების სისტემა, აქვს Chameleon RGB განათება. Polling rate – 1000 ჰერცი. და ბოლოს, R.A.T.8+ მაუსს აქვს Pixart PMW 3389 ოპტიკური სენსორი 16 000 DPI-თ, თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი და მასის კონტროლის სისტემა (3 × 6 გრამი). აქვს Chameleon RGB განათება, polling rate – 2000 ჰერცი. https://3dnews.ru/977875 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.