Magdalena

Apple-ის აფდეითი - iMovie, GarageBand, iWork, Clips

Recommended Posts

image.png

ახლა, როდესაც Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის ლაინაფის ოფიციალური ვერსია ხელმისაწვდომია, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აპლიკაციების აფდეითს. აპლიკაციები განკუთვნილია ვიდეოების შექმნისა და წარმადობის ამაღლებისათვის. 

განახლების შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ ეკრანის სარკისებრი რეჟიმით მუშაობის საშუალებას, ასევე, კონტენტის რედაქტირებისას სრულეკრანიან გამოსახულებას. (Full-screen რეჟიმისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს iPhone 7-ს ან უფრო ახალი iPhone-ს ქონა, მეექვსე თაობის iPad-ი ან მასზე უფრო ახალი iPad-ები). გარდა ამისა, მხარდაჭერილია uncompressed 4K video output - მესამე თაობის 11- ან 12,9 დუიმიან iPad Pro-ზე. iMovie-სთვის გაჩნდა ახალი პარამეტრი სახელწოდებით - “Prepare for Facebook“, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფაილების ექსპორტირება Facebook-ზე -  ფაილების ატვირთვას მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ.  

Apple-ის აპლიკაცია „Clips” - ეს არის აპლიკაცია ვიდეო-კონტენტის შექმნისთვის iPhone-ით ან iPad-ით. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია 360 გრადუსიანი ფონის შექმნა, ფილტრების დადება, სტიკერებისა და საუნდტრეკების დამატება. საუნდტრეკები ავტომატურად შეესაბამება ვიდეოს ხანგრძლივობას. ახალი ტიპის სელფი „სცენები“ დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ახალ iPhone-ებზე, რადგანაც მხოლოდ ეს დივაისები იყენებენ კამერის TrueDepth სენსორებს სელფებზე შერეული ტიპის (augmented) ფონების დასამატებლად.  

განახლება შეეხო აგრეთვე iWork აპლიკაციასაც: აპლიკაციას დაემატა შესაძლებლობა - განათავსოთ წიგნები უშუალოდ Apple Books-ზე ჩამოსატვირთად ან შესაძენად. აპლიკაცია GarageBand-ს ახლა უკვე აქვს სმარტ-კლავიატურისა და Bluetooth-კლავიატურის მხარდაჭერა.  

Clips, iWork, iMovie და  GarageBand აპლიკაციების ჩამოტვირთვა უფასოდ იქნება შესაძლებელი App Store-დან ან Mac App Store-დან. 

www.theverge.com

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now