Jump to content

პირველი დასაკეცი სმარტფონი Royole FlexPai


Recommended Posts

კომპანია Royole-მ  წარადგინა დასაკეცი დივაისის საკუთარი ვერსია. მისი ჰიბრიდული დივაისის დასახელებაა FlexPai, აქვს 7,8-დუიმიანი ეკრანი, რომლის დაკეცვაც შესაძლებელია 180 გრადუსით - დაკეცვისას პლანშეტი გარდაიქმნება სმარტფონად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონის სისქე საკმაოდ დიდი გამოდის. 

სან-ფრანცისკოში გამართულ ივენთზე Royole- მოახდინა FlexPai- დემონსტრირება, სადაც დამსწრეები დარწმუნდნენ, რომ დივაისი ნამდვილად ფუნქციურია. რა საკვირველია, იგი საკმაოდ  შორსაა თანამედროვე ფლაგმანებისგან, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, იგი პირველი დასაკეცი დივაისია, რომელიც რეალურად იხილა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კონცეპტის ან პროტოტიპის სახით. 

image.jpeg 

FlexPai გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად. საბაზისო მოდელს აქვს 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. 150 $-ით მეტის გადახდის შემთხვევაში კი მომხმარებლები მიიღებენ მოდიფიკაციას 256/8 გიგაბაიტით. 

image.jpeg 

რაც შეეხება დანარჩენ სპეციფიკაციებს, დივაისი მუშაობს რვაბირთვიან Qualcomm Snapdragon პროცესორზე, რომლის ტაქტის სიხშირეა 2,8 გჰც. ეკრანის გაფართოებაა 1920×1440 პიქსელი (გახსნილ მდგომარეობაში), აქვს 3800 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე კონფიგურაციის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Royole-ს საიტზე.  

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ დამაფიქრებლად მუშაობს, აპლიკაციები მუდმივად უნებართვოდ იხსნება, ეკრანის ორიენტაციაც თვითნებურად და შემთხვევით იცვლებოდა, როცა Royole-ს წარმომადგენელი ახდენდა დივაისი დაკეცვის დემონსტრირებას. როგორც ჩანს, Android 9.0-ზე დაარსებული Water OS პლატფორმა ჯერჯერობით არც ისე საიმედოდ ფუნქციონირებს. 

image.jpeg 

მთავარი ინოვაცია ამ შემთხვევაში დაკეცვისადმი მდგრადი AMOLED-დისპლეია. Royole-ს მიხედვით, ეკანს შეუძლია გაუძლოს 200 ათასჯერ დაკეცვას, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ დასაკეცი მოწყობილობები ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.