Magdalena

Arc Vector: ელექტრომოტოციკლი უნიკალური შესაძლებლობებით

Recommended Posts

Arc სტარტაპმა გამოფენა Milan Motorcycle Show-ზე წარმოადგინა უნიკალური მოტოციკლი Vector-ი  ელექტრო ძრავით. 

image.jpeg

 

Arc-ის სამუშაო გუნდში შედიან ორსაბურავიანი ტრანსპორტის სეგმენტში მოქმედი წამყვანი პროფესიონალები. აღსანიშნავია, რომ სტარტაპი ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს InMotion Ventures-ისგან, რომელიც Jaguar Land Rover-ის საინვესტიციო ფონდია. 

image.jpeg

 

Arc Vector-ი - ყველაზე პროგრესული და თანამედროვე ელექტრომოტოციკლია, რაც კი არსებულა ბაზარზე ამ დრომდე. იგი შექმნილია იშვიათი მატერიალების გამოყენებით, მისი ფუტურისტული დიზაინის კორპუსი წარმოდგენილია იდეალურ არქიტექტურასთან ერთად“ -  აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობა. 

მოტოციკლს აქვს 95 კილოვატიანი ძრავი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო დაახლოებით 2,7 წამია. მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 240 კმ/სთ-ს. 

image.jpeg

 

აკუმულატორის ბატარეების ბლოკი დაფუძნებულია Samsung-ის ელემენტებზე, იგი უზრუნველყოფს 270 კილომეტრიანი გარბენის მარაგს ქალაქის პირობებში და 190 კილომეტრის გასავლელ მარაგს სწრაფი სვლის მაგისტრალებზე. 

image.jpeg

 

სპეციალურად ელექტრომოტოსთვის შექმნილია ინოვაციური ჩაფხუტი Zenith და კოსტიუმი - Origin. ჩაფხუტს აქვს პროექციული დისპლეი და უკანა ხედვის კამერა, კოსტიუმი კი უზრუნველყოფს უკუკავშირს და ბაიკერს აძლევს გაფრთხილებას, ვთქვათ, „ბრმა“ ზონაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. 

image.jpeg

 

„ჩვენს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა შეგვექმნა ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს დინამიკასა და უსაფრთხოებას, ასევე, წარმოუდგენელი ემოციის მინიჭებას მფლობელისთვის ყოველი მგზავრობისას. Vector-ი - ეს არ არის უბრალოდ მორიგი ბაიკი, ეს მსოფლიოში პირველი სრულიად ელექტრო მოტოციკლია ინოვაციური შლემითა და სენსორული კოსტიუმით - ეს ყველაფერი ფუნქციონირებს როგორც ერთი ციფრული კლასტერი“ - აცხადებენ კომპანია Arc-ის წარმომადგენლები. მოტოციკლის ფასი დაახლოებით 120 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now