Jump to content

1 მილიონი ბირთვის მქონე ნეირომორფული სუპერკომპიუტერი იმიტირებს ადამიანის ტვინს


Recommended Posts

image.png

როგორც მანჩესტერის უნივერსისტეტში იტყობინებიან, 2 ნოემბერს, უნივერსიტეტის თხოვნით გამოჩნდა პროექტი ევროპულ ნეირომორფულ სუპერკომპიუტერთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია ტვინის იმიტაცია ე.წ Spiring Neural Network Architecture (SpiNNaker)-ის გამოყენებით 

სუპერკომპიუტერ SpiNNaker-ს აქვს 1 მილიონი ნეირომორფული პროცესორი, რომლებიც ადამიანის ტვინის ნეირონების მსგავსია. ამ პროცესორთაგან თითოეულ მათგანს შეუძლია წამში 200 მილიონზე მეტი მოქმედების შესრულება და აქვს 100 მილიონი ტრანზისტორი. 

ნეირომორფული სუპერკომპიუტერი მოახდენს ბიოლოგიური ტვინის მოდელირებას პლანეტაზე არსებულ ყველა სხვა კომპიუტერზე უკეთ. დაანონსებული მონაცემების მიხედვით, SpiNNaker-ი იყენებს ელექტრონული სქემების შემცველ მსხვილმასშტაბიან სისტემებს, რომლებიც იმიტირებენ ბიოლოგიური ტვინის ნეირონების მოქმედებას.  

ჩვეულებრივი კომპიუტერი ახდენს დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას სტანდარტული ქსელის მეშვეობით. მისგან განსხვავებით, SpiNNaker-ი ახდენს მილიარდობით მცირე მოცულობის ინფორმაციის გადაცემას ერთდროულად დანიშნულების რამოდენიმე ადგილზე.  

როგორც აღვნიშნეთ, SpiNNaker-ს 1 მილიონი ბირთვი აქვს, რაც მაინც არ არის საკმარისი ადამიანის ტვინის სრულფასოვანი იმიტაციისთვის. შედარებისთვის, თაგვის ტვინს აქვს 100 მილიონი, ადამიანის ტვინს კი  - 100 მლრდ ნეირონი. ასე რომ , სუპერკომპიტერს დასჭირდება 100 000-ჯერ მეტი ბირთვი, ვიდრე ახლა აქვს, რათა გაუტოლდეს ადამიანის ტვინს. თუმცა, შესაძლოა, არ გახდეს საჭირო 1:1 თანაფარდობა, თუკი შესაძლებელი გახდება უფრო მეტად „ვირტუალური ბირთვების“ (ან ნაკადების) გამოყენება, რომლებიც ბიოლოგიური ნეირონების იდენტურად იმოქმედებენ.  

მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟნერიის განყოფილების პროფესორი Steve Furber-ი აცხადებს: 

„უპრეცედენტოდ მსხვილმასშტაბიანი სიმულაციებისთვის ნეირობიოლოგებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ SpiNNaker-ი, რაც მათ დაეხმარება ამოხსნან ზოგიერთი საიდუმლო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. სუპერკომპიუტერი აგრეთვე მუშაობს როგორც ნეირონული სიმულატორი რეალურ დროში, რაც რობოინჟნრებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ დიდი მასშტაბის ნეირონული ქსელები რობოტებისთვის, რათა რობოტებმა შეძლონ სიარული, საუბარი და მოქნილი მოძრაობა“. 

პროექტი SpiNNaker-ი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინ, მისი აწყობა კი დაიწყო 12 წლის წინ მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში. 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.