Magdalena Posted November 7, 2018 Share Posted November 7, 2018 ღონისძიება Next Horizon-ზე კომპანია AMD-მ წარადგინა Radeon Instinct MI60 - მსოფლიოში პირველი ვიდეო ბარათი, რომელიც წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და განკუთვნილია მაღალი ხარისხისა და წარმადობის მონაცემთა ცენტრებისთვის. ბარათი დაფუძნებულია Vega 20 GPU-ზე, რომელიც შეიცავს 331 მმ²-ზე განთავსებულ 13,2 მილიარდ ტრანზისტორს. გაუმჯობესებული არქიტექტურა და 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მაღალი სიხშირისა და შემცირებული ენერგომოხმარების საშუალებას იძლევა. ვიდეო ბარათს აქვს 32 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება - 1 ტბ/წმ bandwidth სიჩქარით, PCI Express 4.0 მხარდაჭერა, ორმხრივი კავშირი CPU-GPU 64 გბ/წმ სიჩქარით, Infinity Fabric bus, კომპიუტერული სიმძლავრე აღწევს 14.7 TFLOPS (FP32) და 7.4 TFLOPS (FP64). ახალი პროდუქტის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოს. https://bit.ly/2RIVxBd 2 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.