Magdalena

Thermaltake Versa J24 Tempered Glass ARGB: PC-კორპუსი ოთხი ვენტილატორით

Recommended Posts

კომპანია Thermaltake-მა დააანონსა Mid-Tower ფორმატის კომპიუტერის კორპუსი J24 Tempered Glass ARGB Edition, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებისთვის და, ამასთან, აქვს მიმზიდველი ვიზუალი. 

image.jpeg 

კორპუსის გვერდითი „კედელი“ დამზადებულია 4 მმ სისქის გამოწრთობილი მინისაგან. მფლობელები, ეჭვგარეშეა, აღფრთოვანებულნი დარჩებიან სიახლით. ფრონტალური ბადისებრი პანელის მიღმა განთავსებულია სამი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი RGB განათებით (17,8 მილიონიანი ფერთა გამით). კორპუსს აქვს შემდეგი სისტემების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome Sync და MSI Mystic Light Sync. უკანა მხარეს განთავსებულია კიდევ ერთი 120 მილიმეტრიანი ქულერი, რომელიც განათებების გარეშეა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

კორპუსს აქვს Mini-ITX, Micro-ATX და ATX ტიპის დედა დაფების მხარდაჭერა. ბარათების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა შვიდი ერთეული. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის სიგრძედ გათვლილია 330 მილიმეტრი. 

კორპუსში საკმარისი სივრცეა, რათა განთავსდეს შესაბამისი ფორმ-ფაქტორის ტიპის სამი, 3,5/2,5-დუიმიანი დრაივი  და კიდევ ორი 2,5-დუიმიანი მოწყობილობა. დასაშვებია 160 მმ სიგრძის მქონე კვების ბლოკის დაყენება. 

image.jpeg 

საჭიროების შემთხვევაში, მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თხევადი გაგრილების სისტემა, პროცესორის ქულერის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეა 160 მმ. 

კორპუსის ზომებია 462×206×414 მმ. მოწყობილობას აქვს ორი USB 3.0 პორტი და კონექტორი ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now