Magdalena Posted November 6, 2018 Posted November 6, 2018 კომპანია Thermaltake-მა დააანონსა Mid-Tower ფორმატის კომპიუტერის კორპუსი J24 Tempered Glass ARGB Edition, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებისთვის და, ამასთან, აქვს მიმზიდველი ვიზუალი. კორპუსის გვერდითი „კედელი“ დამზადებულია 4 მმ სისქის გამოწრთობილი მინისაგან. მფლობელები, ეჭვგარეშეა, აღფრთოვანებულნი დარჩებიან სიახლით. ფრონტალური ბადისებრი პანელის მიღმა განთავსებულია სამი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი RGB განათებით (17,8 მილიონიანი ფერთა გამით). კორპუსს აქვს შემდეგი სისტემების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome Sync და MSI Mystic Light Sync. უკანა მხარეს განთავსებულია კიდევ ერთი 120 მილიმეტრიანი ქულერი, რომელიც განათებების გარეშეა წარმოდგენილი. კორპუსს აქვს Mini-ITX, Micro-ATX და ATX ტიპის დედა დაფების მხარდაჭერა. ბარათების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა შვიდი ერთეული. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის სიგრძედ გათვლილია 330 მილიმეტრი. კორპუსში საკმარისი სივრცეა, რათა განთავსდეს შესაბამისი ფორმ-ფაქტორის ტიპის სამი, 3,5/2,5-დუიმიანი დრაივი და კიდევ ორი 2,5-დუიმიანი მოწყობილობა. დასაშვებია 160 მმ სიგრძის მქონე კვების ბლოკის დაყენება. საჭიროების შემთხვევაში, მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თხევადი გაგრილების სისტემა, პროცესორის ქულერის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეა 160 მმ. კორპუსის ზომებია 462 × 206 × 414 მმ. მოწყობილობას აქვს ორი USB 3.0 პორტი და კონექტორი ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის. https://3dnews.ru/977728 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.