Magdalena Posted November 5, 2018 Share Posted November 5, 2018 უსადენო კავშირის ოპერატორები ემზადებიან 5G -სთვის - შემდგომი თაობის ფიჭური კავშირისთვის, რომელიც მომხმარებლებს ჩამოტვირთვის სიჩქარის გაზრდას ჰპირდება. მწარმოებლების გეგმებში უკვე შედის მოწყობილობებში ახალი, უფრო სწრაფი ქსელის გამოყენება. ახალი ანგარიშის თანახმად, Apple გამოუშვებს 5G სმარტფონს 2020 წლისთვის. მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ კომპანია გეგმავს გამოიყენოს Intel 8161 5G ჩიპი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები გაგრილებასთან დაკავშირებით, რომლის გადაჭრაც აუცილებელია. ცნობილია, რომ Apple ასევე MediaTek-თანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ჩიპები გამოიყენოს „გეგმა ბ“-ს სახით. ამ დროისათვის, Apple Intel-ს იყენებს თავის 2018 წლის ლაინაფში. თავის მხრივ, როგორც Intel-მა განაცხადა, მისი “5G სამომახმარებლო ვალდებულებები“ და სამოქმედო გეგმები არ შეცვლილა 2018-2020 წლების პერიოდთან დაკავშირებით - კომპანია დაკავებულია საკუთარი გეგმებითა და 5G პროექტებით. რაც შეეხება თავად 5G-ს, მონაცემთა გადაცემის უმაღლესი სიჩქარე შეადგენს 20 გბიტი/წმ; ქსელის გადატვირთვისას - 100 მბიტი/წმ; საშუალო სიჩქარე - 1 გბიტი/წმ. https://www.theverge.com/2018/11/3/18058634/apples-5g-iphone-2020-intel-modem-report Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.