Jump to content

ილონ მასკის ქმედებები ინტერნეტ-თანამგზავრის პროექტის დაჩქარებისთვის


Recommended Posts

SpaceX-ის გენერალური დირექტორი უარს არ ამბობს უახლოეს ვადებში განხორციელდეს პროექტი Starlink-ი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამგზავრების გაშვება სატელიტური ინტერნეტის სისტემების ასამოქმედებლად.  

image.jpeg

REUTERS/Mike Blake 

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასკი  სიეტლში იმ მიზნით იმყოფებოდა, რომ შეხვედროდა ინჟინრებს, პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც გადამწყვეტი როლი აქვთ აეროკოსმოსური კომპანიის ზრდაში. 

მასკმა პროგრამის უმაღლეს ხელმძღვანელთაგან შვიდი წევრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რაც გამოწვეული  იყო მისი უთანხმოებით გუნდთან სამუშაო ტემპებთან დაკავშირებით, კერძოდ, ის ტემპები, როგორც მიმდინარეობდა Starlink-ის თანამგზავრების აწყობა და ტესტირება. 

image.jpeg

მასკმა სასწრაფოდ ჩაანაცვლა გათავისუფლებული თანამშრომლები ახლებით: მენეჯერები SpaceX-ის კალიფორნიაშ არსებული შტაბ-ბინიდან გადმოიყვანა. წყაროების ინფორმაციით, გუნდის ახალ წევრებს წარედგინათ დავალება - მოხდეს პირველი სერიის კოსმოსური აპარატების გაშვება მომავალი წლის შუა პერიოდში. 

მენეჯმენტისათვის დადგენილი ვადები მოწმობს, რამდენად სწრაფად სურს მასკს SpaceX Starlink პროგრამის რეალიზება. მოგახსნებთ, რომ ხსენებული პროგრამა კონკურენციას უწევს OneWeb-სა და  Telesat Canada-ს და, როგორც ჩანს, მასკს სურს პირველი გავიდეს ბაზარზე ახალი თანამგზავრული ინტერნეტ-სერვისის საშუალებით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.