Jump to content

ASUS ROG Strix GL10CS გეიმინგ დესკტოპი


Recommended Posts

image.jpeg

ASUS-მა დააანონსა გეიმინგ დესკტოპი Strix GL10CS - Full-size სიმძლავრის მოწყობილობა კომპაქტურ კეისში. მოწყობილობას აქვს ფუტურისტული დიზაინი და Aura Sync RGB განათება, რომელიც კონტროლდება Armory Crate-ის მეშვეობით. დესკტოპს აქვს 6 ბირთვიანი Intel® Core ™ i7-8700 პროცესორი 12 ნაკადით, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად რამოდენიმე ამოცანა შესრულდეს შეუფერხებლად - დაწყებული თამაშებიდან - დამთავრებული კონტენტის შექმნამდე. მოწყობილობას აქვს 32 გბ DDR4 მეხსიერება. 

NVIDIA GeForce GTX 10- სერიის ვიდე ბარათების წყალობით, GL10CS იძლევა საუკეთესო წარმადობის გარანტიას თანამედროვე თამაშების თვალსაზრისით. გეიმინგ დესკტოპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია ვირტუალური რეალობის გარნიტურებთანაც, რაც გეიმერებს ახალ გამოცდილებებსა და შეგძნებებს პირდება.  

GL10CS-ის პროცესორები და გრაფიკული ბირთვები მაღალი სიჩქარის გარანტიას იძლევა.  მონაცემთა შესანახად აგრეთვე განკუთვნილია 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. ამას გარდა, დრაივს შეიძლება დაემატოს Intel Optane ™ Memory-ც, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ჩამოტვირთვის დროს და გაზრდის რეაქციის სიჩქარეს. 

The gigabit Ethernet კავშირი უზრუნველყოფს შეფერხების მინიმალურ დონეს. GL10CS-ს ასევე აქვს Intel’s 802.11ac Wave 2 Wi-Fi card-ისა და 2x2 MU-MIMO-ის მხარდაჭერა. უნიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა Armory Crate პასუხისმგებელია დესკტოპის ყველა დეტალთან წვდომაზე. მარტივად არის შესაძლებელი RGB განათების მართვა, ფერებისა და ეფექტების არჩევა, სინქრონიზაცია სხვა პერიფერიულ Aura-compatible მოწყობილობებთან, როგორებიცაა კლავიატურა, მაუსი, vr ჰედსეტები. 

ASUS ROG-ის გუნდისთვის ცნობილია, რომ თამაშები სოციალურია და ხშირად საჭირო ხდება კომპიუტერების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. GL10CS შემუშავებულია იმ მიზნით, რომ გაუძლოს ტესტირებას დაცემასა და ვიბრაციაზე. ჩატარებული ტესტები იმიტირებდა მოწყობილობის ტრანსპორტირებისას შექმნილ შესაძლო სირთულეებს. მოგეხსენებათ, რომ თუდაც ტურნირების გამო გეიმერებს უწევთ მოწყობილობის გადატანა დანიშნულების ადგილზე.  გარდა ტრანსპორტირებისას რყევებისა, გათვალისწინებული იყო ექსტრემალური ტემპერატურა და სინესტე, აგრეთვე ძაბვისა და სიხშირის მერყეობა, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს არასანდო კვების წყაროს შემთხვევაში. 

გეიმინგ დესკტოპი ASUS ROG Strix GL10CS ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის პირველი კვარტლიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.