Jump to content

Apple აპირებს გამოუშვას მოძველებული დივაისების შეკეთების საპილოტე პროგრამა


Magdalena

Recommended Posts

image.png

ცნობილი გახდა, რომ Apple ამზადებს პროგრამას „Repair Vintage Apple Products Pilot“ - მოწყობილობებისთვის, რომლებიც უკვე მოძველებულ მოდელებად ითვლება. კომპანია უფლებას იტოვებს, უარი თქვას დივაისის შეკეთებაზე, თუკი საჭირო სათადარიგო  ნაწილები არ ექნება, თუმცა საპილოტე პროგრამა საერთო ჯამში ორიენტირებულია იმაზე, რომ შეკეთდეს ისეთი დივაისები, როგორებიცაა მაგალითად, 2011 წელს გამოსული iPhone 4S ან 2012 წლის MacBook Pro.  

რამოდენიმე დღის წინ  Apple-მა სიამაყით განაცხადა, რომ ახალი MacBook Air და Mac mini დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული ალუმინისგან. ასევე, კომპანიამ მიაღწია მნიშვნელოვან მიზანს - მთლიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები (გარკვეული პირობებით). შეკეთების წყალობით, ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდილი მოქმედების დრო უფრო გააძლიერებს Apple-ის გარემოსდაცვის ზემოქმედებას - მოწყობილობები გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პირდაპირ ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდება. 

ძველი პროდუქტების რემონტი - ეს ცალსახად კარგი აზრია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეფექტიან მოწყობილობათა უმეტესობა მაინც გადასაგდებადაა განწირული და არ ექვემდებარება შეკეთებას. ამ დროისთვის, პროგრამა მოიცავს შემდეგი დივაისების უზრუნველყოფას: 

iPhone 5 (GSM / CDMA) 

MacBook Air (11 დუიმი, 2012 წ. ) 

MacBook Air (12 დუიმი, 2012 წ.) 

iMac (21,5 დუიმი, 2011 წ.) - მხოლოდ აშშ-სა და თურქეთში.  

iMac (27 დუიმი, 2011 წლის შუა პერიოდი) - მხოლოდ აშშ-სა და თურქეთში. 

30 ნოემბერს ამ ჩამონათვალს დაემატება შემდეგი დივაისები: 

iPhone 4S 

MacBook Pro (15 დუიმი, 2012 წ.) 

 30 დეკემბრიდან პროგრამაში დაემატება: 

MacBook Pro (Retina, 13 დუიმი, 2012 წლის ბოლო) 

 MacBook Pro (Retina, 13 დუიმი, 2013 წლის დასაწყისი) 

 MacBook Pro (Retina, 2012 წლის შუა პერიოდი) 

 Mac Pro (2012 წლის შუა პერიოდი) 

 iPhone 5 (GSM) 

როგორც ვხედავთ, ჩამონათვალი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოიცავს Apple-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სმარტფონებსა და ლეპტოპებს. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან სწორად გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.