Jump to content

ინტერნეტის თავისუფლების დონე მცირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით


Recommended Posts

ციფრული ავტორიტარიზმი აღმავლობას განიცდის - თუკი დავუჯერებთ ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ ამ მოვლენას. აშშ-ის ორგანიზაცია Freedom House ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები ეძებენ საშუალებებს, მოიპოვონ კონტროლი მომხმარებლების მონაცემებზე. ხელისუფალნი იღებენ კანონებს, რომლებიც თითქოსდა მიმართულია ფეიკი სიახლეების წინააღმდეგ, სინამდვილეში კი ცდილობენ განსხვავებული აზრების ჩახშობას. უკვე რვა წელია Freedom House ხედავს მთელ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების დონის ვარდნას.  

ძველად, გლობალური ქსელი თავისუფლების გამოხატულებად ითვლებოდა, ახლა კი ტექნოლოგიები მიმართულია შეზღუდვისა და კონტროლისკენ - თვლიან მკვლევარები. ციფრულ სამყაროში სულ უფრო და უფრო ხშრად გვხვდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ძალაუფლების მქონე პირები და პოპულისტები იყენებენ ფეიკ სიახლეებსა და წყაროებს. 

image.jpeg

აშშ-ში მთავარ პრობლემად ითვლება ქსელური ნეიტრალიტეტის გაუქმება. ბევრ სხვა ქვეყანაში კი სიტუაცია გაცილებით უარესია. განხილული 65 ქვეყნიდ 17-ში ონლაინ-მედიის შემზღუდავი კანონები მოქმედებს. სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს ჩინეთისგან, რომელიც ცენზურით ცნობილია. 

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთსა და შრი-ლანკაში, პერიოდულად აუქმებენ ან ზღუდავენ წვდომას ინტერნეტზე რელიგიური ან ეთნიკური კონფლიქტების საპასუხოდ. 18 ქვეყანაში აღმოჩენილია ძიებისა და თვალთვალის რიცხობრივი ზრდა -  თვალთვალი მიმდინარეობს თითქოსდა მონაცემთა დასაცავად არსებული კანონების მხარდასაჭერად. კომპანიებისგან შეიძლება ლოკალურად იქნას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მათზე  წვდომა კი სახელმწიფო ორგანოებს ექნებათ. 

32 ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ფასიან კომენტატორებს, ბოტებს, ტროლებს - საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციებისთვის. WhatsApp-ი და სხვა დახურული მესენჯერები უფრო და უფრო პოპულარული სამიზნე ხდება მანიპულაციებისთვის. 

https://bit.ly/2QeArKm

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.