Jump to content

Lenovo Z5 Pro სლაიდერ-სმარტფონი


Recommended Posts

კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Z5 Pro, რომელიც სლაიდერის ტიპისაა: ზედა ნაწილში ქვს მოძრავი მოდული, რომელზეც განთავსებულია ორი ფრონტალური კამერა. კამერის შემადგენლობაში შედის  16 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს აქვს სახის ამოცნობის სისტემა. 

image.jpeg

 

იმის წყალობით, რომ სმარტფონი სლაიდერის ტიპისაა, შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად წვრილჩარჩოებიანი დიზაინის წარმოდგენა. როგორც ცნობილია, დისპლეი იკავებს კორპუსის ფრონტალური პანელის ზედაპირის 95,06 %-ს. 

სმარტფონის დისპლეი არის Full HD+ Super AMOLED ტიპის, დიაგონალის სიგრძეა 6,39 დუიმი, გაფართოება - 2340 × 1080 პიქსელი. გვერდების შეფარდებაა 19,5:9-სთან. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეიზე განთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. 

სმარტფონს უკანა მხარეს აქვს კიდევ ორი კამერა, რომელიც მოიცავს 16 მეგაპიქსელიან Sony IMX519 (f/1,8) და 24 მეგაპიქსელიან  Sony IMX576 (f/1,8) სენსორებს.  

სმარტფონი მუშაობს Snapdragon 710 პროცესორზე, იგი შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გიგაჰერცამდე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს, ხელოვნური ინტელექტის ბლოკს - Artificial Intelligence (AI) Engine და Snapdragon X15 LTE მოდემს. 

image.jpeg 

სმარტფონი წარმოდგენილია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, ფლეშ-მოდულის მოცულობაა 64/128 გიგაბაიტი (კონფიგურაციის მიხედვით). აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები. ასევე, GPS/GLONASS-მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული და ბატარეა 3350 მილიამპერი/სთ მოცულობით. სმარტფონის გაბარიტებია 155,12 × 73,04 × 9,3 მმ, წონა - 210 გრამი. 

Lenovo Z5 Pro მოდელი ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 (Oreo)-ზე. ღირებულებას რაც შეეხება, 64 გიგაბაიტიანი მოდიფიკაციის ფასია 290, 128 გიგაბაიტიანისა კი - 330 აშშ დოლარი.  

https://3dnews.ru/977609

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.