Jump to content

Apple-ის 5 მთავარი სიახლე ოქტომბრის MacBook-ივენთიდან


Magdalena

Recommended Posts

დაძაბული საშემოდგომო სეზონის ბოლოს, Apple-მა განაცხადა, რომ თვის ბოლოს გამართულ ივენთზე გამოცხადებული სიახლეები ამ წლისთვის ბოლო აფდეითია კომპანიის მხრიდან. კომპანიამ ივენთზე წარადგინა ახალი iPad Pro, MacBook Air და Mac mini. ყველა ახალი მოწყობილობის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. 

MACBOOK AIR 

image.jpeg

 

როგორც იქნა, განახლება შეეხო MacBook Air-ს, MacBook Pro-ს განახლებიდან წლების შემდეგ. ახალ მოწყობილობას აქვს 13,3 დუიმიანი Retina დისპლეი, მესამე თაობის butterfly კლავიატურა, სენსორული იდენტიფიკატორი და 50%-ით უფრო ვიწრო ჩარჩოები. Trackpad-ი 20%-ით უფრო დიდია წინასთან შედარებით, აქვს სტერეოდინამიკები, რომლებიც 25%-ით უფრო მძლავრია, აქვს ასევე Siri-ს მხარდაჭერა. ყურსასმენების კონექტორთან ერთად განთავსებულია ორი USB-C პორტი. 

ახალი MacBook Air-ი მუშაობს ორბირთვიან Intel Core 8th Gen პროცესორზე, აქვს 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1,5 ტერაბაიტი მოცულობის მქონე SSD. წინამორბედ MacBook-თან შედარებით, ახალი დივაისი შედარებით ნაკლებს იწონის: 2,96 ფუნტს ნაცვლად 2,75-ისა. 

ახალი MacBook Air-ი სხვადასხვა ფერის ვარიაციებით იქნება წარმოდგენილი. მისი ერთ-ერთი კონფიგურაციის მოდელის ღირებულება 1 199 აშშ დოლარია  (8GB RAM / 128GB SSD მოდიფიკაცია). წინასწარი შეკვეთების გაცემა უკვე დაწყებულია. 

 

MAC MINI  

image.jpeg

ახალი დივაისი დიზაინის მხრივ განსაკუთრებულად არ განსხვავდება წინამორბედისგან, თუმცა შიდა მოწყობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. ხელმისაწვდომია შემდეგი კონფიგურაციები: 

Intel Core i3 - ტაქტის სიხშირით 3,6 გჰც; 

Core i5 - ტაქტის სიხშირით 4,1 გჰც და 

Core i7 - ტაქტის სიხშირით 4,6 გჰც Turbo Boost რეჟიმში. სამივე მერვე თაობას მიეკუთვნება. 

საერთო წარმადობა  ჯამში 5ჯერ გაიზარდა, გრაფიკული ქვესისტემისა კი 60%-ით. 

დივაისშ ინტეგრირებულია Apple T2 ჩიპი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემების უსაფრთხოებაზე. Mac mini-ს ტოპ მოდიფიკაციას აქვს 64 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 2 ტერაბაიტიანი SSD.  

რაც შეეხება პორტებს, მოწყობილობას აქვს: 

Ethernet (10 გბიტი); 

USB Type-C პორტი Thunderbolt 3-ის მხარდაჭერით; 

HDMI; 

ორი USB-A პორტი; 

3.5 მილიმეტრიანი კონექტორი სადენიანი გარნიტურისთვის.  

Mac mini-ს საბაზისო მოდიფიკაციის ღირებულება 799 აშშ დოლარია, მაქსიმალური მოდიფიკაციისა კი - 4199 $. მოწყობილობებზე წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე შესაძლებელია, გაყიდვები კი 7 ნოემბრიდან დაიწყება. 

 

IPAD PRO  

image.png

 

ახალ ipad Pro-ს აქვს Face ID-ის მხარდაჭერა. კორპუსი მთლიანობაში ბევრად თხელი და მსუბუქია წინა მოდელთან შედარებით. ახალ დივაისს აქვს ახალი სანავიგაციო სისტემა - იმგვარი, როგორიც iPhone X-ში გვხვდება. 

ახალ iPad Pro მუშაობს საფირმო პროცესორზე - A12X Bionic, (რვა ბირთვი და 7-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი) რომლის წყალობითაც, მოწყობილობა 35%-თ უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს.  

დივაისი წარმოდგენილია ორი კონფიგურაციით, მათი დისპლეის ზომებია 11 და 12,9 დუიმი, გაფართოება შეადგენს 2388 х 1688 და 2732 х 2048 პიქსელს, შესაბამისად.  

მოწყობილობას აქვს 5,9 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, USB Type-C პორტი, eSIM მხარდაჭერა, Bluetooth 5.0 და 12 მეგაპიქსელიანი კამერა. 

iPad Pro 11”-ის ფასი 799 აშშ დოლარიდან იწყება. 12,9 დუიმიანი დისპლეის მქონე მოდელის ფასი კი 999 აშშ დოლარს შეადგენს. დივაისის ტოპ ვერსია კი (1 ტბ მეხსიერებით) 1749 დოლარად გაიყიდება. წინასწარი შეკვეთები დაწყებულია. 

Apple Pencil 2 

image.jpeg

პლანშეტთან ერთად მწარმოებელმა წარადგინა ელექტრონული ფანქარიც, რომლის ღირებულება 130 დოლარია. სამწუხაროდ, იგი ფუნქციონირებს მხოლოდ მესამე თაობის დივაისებთან. 

Smart Keyboard 

image.jpeg 

კლავიატურა მაგნიტით უკავშირდება პლანშეტს. მისი ღირებულება 179 დოლარი ( 11 დუიმიანი) და 188 დოლარი (12,9 დუიმიანი). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.