Magdalena

Google ატარებს გლობალურ კონკურსს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში

Recommended Posts

image.jpeg

ხელოვნური ინტელექტის სფეროში რიგი პრობლემები საჭიროებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა აღმოიფხვრას შიდა ნაკლოვანებები. მწარმოებლები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სოცალური პრობლემების გადასაჭრელად და არა მარტო საწარმოო პროცესების ავტომატიზირებისთვის. კომპანია Google ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას ხელოვნური ინტელექტისთვის. კომპანია ჩაატარებს გლობალურ კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევებსა და სფეროს განვითარებას, რაც საერთო ჯამში დადებითად იმოქმედებს სრულიად საზოგადოებაზე. 

კონკურსი, სახელწოდებით - AI Impact Challenge, დაანონსდა კომპანიის ოფისში 29 ოქტომბერს გამართულ ივენთზე. Google ამ კონკურსს თვლის კარგ საშუალებად იმისთვის, რომ მასში ჩაერთონ არაკომერციული ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სხვა შესაბამისი პროფილის მქონე დაწესებულებები, რომლებიც არ შედიან სილიკონის ველის სამოქმედო სივრცეში. კომპანია აცხადებს, რომ გამოყოფს 25 მილიონი დოლარის ოდენობით გრანტს, რათა „საუკეთესო იდეები მოქმედებაში მოიყვანოს“. მოწონებული იდეები გამოცხადდება მომავ წელს, Google-ის ენტერპრენერთა კონფერენციაზე. 

Google-ისთვის ამ ინიციატივის არსს წარმაოდგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არსებობს ეკოლოგიურ მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ველური ბუნების დაცვაში. კომპანია აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი  იქნება გამოყენებული წყალდიდობების პროგნოზირებისა და საჭირო ზომების მიღებისთვის, აგრეთვე დაცვის საჭიროების მქონე ცხოველების ადგილმდებარეობის გამოსარკვევად, ასევე, შესაძლებელი იქნება წინასწარი ცნობების მიღება იმ ადგილებზე, რომელთაც ემუქრებათ დატბორვა ან ხანძარი. 

Google-ისთვის კიდევ ერთი დიდი სამუშაო არეალი იქნება ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე მუშაობა. ცნობილია, რომ სოფთვეარს აქვს „ბნელი ლაქები“. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო იანვრის შემთხვევა, როდესაც Google-მა აღიარა, რომ ვერ ახერხებდა ფოტო-დათაგვის ალგორითმის გამოსწორებას, როცა საქმე ეხებოდა ფერადკანიანი პიროვნებების იდენტიფიკაციას. პროგრამა ზოგ ფერადკანიან ხალხს გორილებად აღიქვამდა. იმის ნაცვლად, რომ ამ ხარვეზის მოგვარების საშუალება ეპოვა, Google-მა უბრალოდ წაშალა კონკრეტული პრიმატების Google Photos-ზე ძებნის ფუნქცია. კომპანია იმედოვნებს, რომ დაანონსებული კონკურსის ფარგლებში მოხდება ამგვარი პრობლემების მოგვარება.  

Google აცხადებს, რომ არ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს იარაღის წარმოებაში, მისი კვლევები განხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით და დაექვემდებარება ადამიანთა უფლებების საყოველთაო პრინციპებს. კომპანიის განცხადების მიხედვით, მისი კვლევები უპირველეს ყოვლისა მიმართულია სოციალური სარგებლისკენ. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამოდენიმე მსხვილი კომპანია, და მათ შორის Google, აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და წარმოების ეთიკის დარღვევის საფრთხის წინაშე, ვინაიდან შესაძლოა, მათი გარკვეული პროდუქტები შეიარაღებაში გამოეყენებინათ. ერთ-ერთი ამგვარი ტექნოლოგიაა სახისა და გამოსახულების ამომცნობი პროგრამა, რომელშიც უშუალოდ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. შიდა განხილვების შემდეგ მწარმოებლები დათანხმდნენ უარი ეთქვათ Project Maven-ზე (დრონებში გამოყენებული სახის ამომცნობი საძიებო სისტემა), თუმცა მასზე მუშაობა გაგრძელდება კონტრაქტის ვადის გასვლამდე.  

Google აგრეთვე კიდევ აგრძელებს საკამათო სერვის Google Duplex-ზე მუშაობასაც, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ახდენს ადამიანის იმიტაციას და ახორციელებს ზარებს მომხმარებლის სახელით. ამგვარი ფუნქციის გაშვება იგეგმება მომავალი თვიდან Pixel-ის მოწყობილობებში. 

www.theverge.com

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now