Jump to content

ASUS ZenFone 6-ის პროტოტიპი


Recommended Posts

თანამედროვე უჩარჩოო სმარტფონების, უფრო სწორად, მეტად ვიწრო ჩარჩოების მქონე სმარტფონების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ფრონტალური კამერის განთავსება. პანელის სივიწროვის გამო კამერისთვის ადგილი ფაქტობრივად არ რჩება, ამიტომ მწარმოებლები იძულებულნი არიან, გარკვეულ ზომებს მიმართონ. ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებაა ტრაპეციის ფორმის ჭრილი ეკრანზე, თუმცა ეს მიდგომა ბევრი მომხმარებლისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა და ამგვარ ჭრილს სხვადასხვა სახუმარო სახელებიც კი მოუფიქრეს. იმ დროს, როდესაც მომხმარებლები აგრძელებენ დავას ჭრილის უპირატესობებსა თუ ნაკლოვანებებზე, მწარმოებლები კვლავ ცდილობენ შეიმუშავონ ახალი ტიპის დიზაინი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, აქამდე არსებული ტრადიციული ჭრილი უნდა ჩაანცვლოს პირდაპირ დისპლეიზე განთავსებულმა მცირე ზომის ჭრილმა. 

image.jpeg

 

ვრცელდება ხმები, რომ ამგვარი ჭრილის მქონე სმარტფონის გამოშვებას აპირებს კორპორაცია Samsung-ი. თუმცა, ეს კორპორაცია ერთადერთი არ იქნება ამ კუთით.  

არის მოლოდინი, რომ დისპლეიზე არსებული ჭრილის მქონე სმარტფონს შემდეგ წელს ASUS-იც წარადგენს. ყოველ შემთხვევაში, ამ მოლოდინს ქმნის ინტერნეტში გავრცელებული ZenFone 6-ის პროტოტიპის ფოტოები. 

ZenFone 6 პროტოტიპ მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება დისპლეიში, რომელზეც წრიული ფორმის ჭრილია განთავსებული, სადაც მოთავსდება სელფი-კამერა. ამგვარი გათვლების წყალობით, სმარტფონის ზედა ჩარჩო მაქსიმალურად თხელი გამოვიდა -  როგორც ფოტოდან ჩანს, მისი სიგანე არ აჭარბებს გვერდითი კიდეების ზომას. ფრონტალური პანელის ქვედა ნაწილი კი ისევ საკმად  მოზრდილი გამოდის თანამედროვე საზომების მიხედით. ყურადღებას იქცევს აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, რომელიც ბევრ ფლაგმანურ სმარტფონზეც გვხვდება. 

image.jpeg

რაღა თქმა უნდა, პროტოტიპის არსებობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ მსგავსი გაჯეტი სერიულ წარმოებაში ჩაეშვება. თუმცა, თავად ფაქტი, რომ მწარმოებლები არ არიან ფოკუსირებულნი ერთ რომელიმე გადაწყვეტილებაზე და მუდმივად ძებენ ალტერნატივას, თავისთავად სასიხარულოა. რა თქმა უნდა, მომხმარებლებსა და კრიტიკოსებს შორის კვლავ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებასაც გააკრიტიკებს და მოუფიქრებს მასაც რაიმე მეტსახელს. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ მცირე ზომის ჭრილში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი, ფლეშ-განათებას მოკლებული ორდინარული კამერის განთავსება. ამგვარი იდეა შეუთავსებაი იქნება სახის ამომცნობ 3D სკანერთან, რადგან მისთვის აუცილებელია დამატებითი მოდულის არსებობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.