Magdalena Posted October 29, 2018 Share Posted October 29, 2018 კომპანია Google-მა წარადგინა ინფორმაცია, რომელიც ეხება Android-ის ვერსიების წილს ოქტომბრის თვის მონაცემებით. სამწუხაროდ, უკანასკნელი ვერსია - Android 9 ისევ ვერ მოხვდა სტატისტიკაში. ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ამ დროისთვის იკავებს Android Oreo 21,5%-იანი მაჩვენებლით. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 2,3 %-ით არის მომატებული. Android Marshmallow ამ დრომდე მეორე ადგილზე იყო, ახლა კი მესამეზე გადაინაცვლა 21,3%-ით. 2016 წლიდან მოყოლებული ლიდერია ოპერაციული სისტემა Android Nougat, ოქტომბრის მაჩვენებლით მისი წილი 28,1 %-ს შეადგენს აქტიურ მოწყობილობებში, თუმცა მოგახსენებთ, რომ სექტემბერში მისი წილი 29,3 % იყო. კიდევ უფრო ძველი Android Lollipop-ი გამოიყენება მოწყობილობების 17,9 %-ში. დივაისების 7,6 % მუშაობს Android KitKat-ზე, Jelly Bean-ის მაჩვენებელია 3 %, Cream Sandwich-ის - 0,3 %, Gingerbread-ისა კი 0,2 %. Android Oreo-მ უფრო მაღალი შედეგი აჩვენა Android Nougat-თან შედარებით გამოჩენიდან ერთ წელში. სავარაუდოა, რომ იგი კიდევ გაიუმჯობესებს პოზიციებს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/21696/statistika_rasprostranenija_android_za_oktjabr_2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.