Jump to content

Facebook-ი ფსონს მუსიკაზე დებს


Recommended Posts

კომპანია Facebook-ში ამზადებენ ერთდროულად რამოდენიმე სიახლეს, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკასთან. ახალი სერვისი TikTok-ის სერვის-კონკურენტი იქნება. მისთვის კომპანიაში ამზადებენ ცალკე აპლიკაციას, სახელწოდებით - Lasso. მოსალოდნელია, რომ სერვისი უმეტესად მოზარდი აუდიტორიის ყურადღებას მიიქცევს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ იცეკვონ მუსიკებზე და იმღერონ ფონოგრამაზე. შესაძლებელი იქნება ჩაწერილი აუდიო-ვიდეობის გაგზავნა  მეგობრებისთვის.  

image.jpeg

 

ცნობილია, რომ ახალ სერვისზე მუშაობს Facebook-ის ის ქვეგანყოფილება, რომელიც ამავე დროს ახდენს სერვის Watch-ის შემუშავებას. უშუალოდ პროექტ Lasso-ს ხელმძღვანელობს დიზაინერი Brady Voss. ადრეულ პერიოდში იგი მუშაობდა Facebook-ის TV-აპლიკაციასა და სერვისზე - Hello, რომელიც 2018 წლის ივლისში დახურეს. 

ამას გარდა, Facebook-ის „ისტორიაში“ დაემატება მუსიკალური ტრეკები სტიკერების სახით. დამატებისთვის საჭირო იქნება საჭირო სტიკერზე დაჭერა და სიმღერის არჩვა. ყველა მომხმარებელს ექნება წვდომა ფუნქციაზე - Lip Sync Live. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იმღერონ და გადაიღონ საკუთარი კლიპები. როგორც მწარმოებლები გვამცნობენ, ზოგიერთ სიმღერას ტექსტებიც დაემატება. 

უახლოეს კვირებში Facebook-ზე შესაძლებელი იქნება სიმღერების დამატება მომხმარებლის პროფილის ახალ განყოფილებაში. სიმღერა „მიმაგრებული“ იქნება პროფილის ზედა ნაწილში და გვერდის მნახველები შეძლებენ მას მოუსმინონ, უყურონ თანმხლებ ვიდეოს, დაამატონ სიმღერა თავიანთ გვერდზე და ა.შ. 

image.jpeg

აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი სიახლეები ძირითადად გათვლილია ახალგაზრდა თაობის მომხმარებლებზე. კომპანიამ ამ დრომდე უკვე სცადა ახალგაზრდების ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით, როგორებიცაა Poke, Slingshot, Bolt, Flash და Snapchat-ის სხვა ვარიაციები. თუმცა არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ხანგრძლივად „სიცოცხლისუნარიანი“. საინტერესოა, როგორ განვითარდება ახალი სერვისების ამბავი. 

https://bit.ly/2Dbz10B

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.