Jump to content

ASUS-მა წარადგინა დედა დაფა Maximus XI Apex - ექსტრემალური ოვერქლოქინგისთვის


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა დედა დაფა Maximus XI Apex. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ASUS-ის დედა დაფებიდან, დაფუძნებულია Intel Z390 მიკროსქემაზე და პირველ რიგში ორიენტირებულია ოვერქლოქერ ენთუზიასტებზე. 

image.jpeg

 

Maximus XI Apex დაფას აქვს კვების გაძლიერებული, 16 ფაზიანი ქვესისტემა და ორი 8-8-პინიანი EPS კონექტორი პროცესორის გამოსაკვებად. დედა დაფას აქვს კვების ქვესისტემაზე დაყენებული მასიური რადიატორები, რომელთაც აერთიანებთ სითბური მილები. 

image.jpeg 

ASUS-ი აღნიშნავს, რომ Maximus XI Apex საუკეთესოა ექსტრემალური ოვერქლოქინგისთვის თხევადი აზოტის ან ჰელიუმის გამოყენებით. კერძოდ, მწარმოებელმა დაფაზე დანერგა კონდენსატის აღმომჩენი ტექნოლოგია - კონდენსატის, რომელიც აუცილებლად ჩნდება ამგვარი ოვერქლოქინგისას. იმ შემთხვევაში, თუკი შეიქმნება სითხით დაფის დაზიანების ალბათობა, დანერგილი ტექნოლოგიის საშუალებით მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს. დაფაზე განთავსებულია ჩართვა-გამორთვის ღილაკები, POST-კოდების ინდიკატორი, ძაბვის მზომი და სხვა საჭირო ელემენტები. 

image.jpeg

 

ახალი დაფა გამოირჩევა არა მარტო პროცესორების, არამედ მეხსიერების მოდულების ოვერქლოქინგითაც. წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად არსებული მხოლოდ ორი სლოტისა, Maximus XI Apex-ს შეუძლია მიიღოს 64 გბ DDR4 მეხსიერება ორმაგი მოცულობით (Double-capacity DIMM). დაფას აქვს მოდულების მხარდაჭერა 4800 მჰც სიხშირემდე.  

image.jpeg

მეხსიერების მოდულების გვერდით განთავსებულია საფირმო სლოტი ROG DIMM.2, რომელშიც ჩაყენდება სპეციალური დაფა ორი M.2 სლოტით, ასევე რადიატორები. გარდა ამისა, თავად დედა დაფაზე არის კიდევ ერთი M.2 სლოტი რადიატორით. Maximus XI Apex-ს აქვს ექვსი SATA III პორტი. სლოტების ნაკრებში ასევე შედის სამი PCI Express 3.0 x16 და ერთი PCI Express 3.0 x1. 

image.jpeg

დაფას აქვს ხმის ქვესისტემა SupremeFX S1220 -  8 არხიანი კოდეკის ბაზაზე. ქსელურ კავშირს უზრუნველყოფს Intel-ის გიგაბიტ-კონტროლერი, Intel-ისავე უსადენო კონტროლერი - Wi-Fi 802.11ac-ისა და  Bluetooth 5-ისთვის. აქვს კიდევ სამი პორტი: USB 3.1 (ორი Type-A და ერთი  Type-C).  Maximus XI Apex-ის რადიატორებს აქვთ RGB განათება. 

დედა დაფის ღირებულებისა და გაყიდვაში გაშვების თარიღის შესახებ ჯერჯერობით მწარმოებლებს არაფერი განუცხადებიათ. 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.