Jump to content

Tesla Model Y ქროსოვერის პროტოტიპი მზადაა წარმოებისთვის


Recommended Posts

ფინანსური ანგარიშის მოხსენებსთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ილონ მასკმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. 

image.jpeg

მან აღნიშნა, რომ Tesla-ს უდიდესი გეგმები აქვს სამომავლოდ და ახსენა Model Y, რომლის შესახებაც ამ დრომდე მხოლოდ გაურკვეველი ხმები ვრცელდებოდა. მასკმა განაცხადა: „მცირე ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე ამ ავტომობილის პროტოტიპის წარმოებაზე“. 

Model Y ელექტრომობილის დებიუტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მასკი დაპირებას იძლევა, რომ მას 2020 წელს იხილავს საზოგადოება. მისივე თქმით, 2020 წელი რევოლუციური იქნება წარმოების თვალსაზრისით. რაღა თქმა უნდა, Tesla კვლავ განაგრძობს მუშაობას სატვირთო მობილზე, სახელწოდებით - Semi, და კაბრიოლეტზე - Roadster. აღმასრულებელმა დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის Tesla-ს პიკაპის ტიპის ავტომობილის გამოსვლას. 

image.jpeg

და ბოლოს, ილონ მასკი საზოგადოებას დაპირდა, რომ 35 000 დოლარის ღირებულების მქონე Model 3-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ექვსი თვეღა არის დარჩენილი. როგორც ვხედავთ, კომპანიას მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუშლის იმგვარი პრობლემები, რაც Model 3-ის წარმოებისას შეიქმნა, აგრეთვე სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო აქციების ფასით მანიპულაციებთან. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.