Jump to content

Nubia X: ორეკრანიანი ფლაგმანური სმარტფონი


Recommended Posts

31 ოქტომბერს შედგება ამ დრომდე ბაზარზე არსებული სმარტფონებისგან გამორჩეული და ერთ-ერთი უცნაური სმარტფონის პრეზენტაცია. მოდელი სახელწოდება უკვე ცნობილია - Nubia X. ამ დრომდე ეს სმარტფონი ფიგურირებდა, როგორც Nubia Z18s, თუმცა სუბბრენდმა ZTE-მ გადაწყვიტა, თავისი ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად, ახალი სმარტფონისთვის დასახელება სიმბოლურად შეეცვალა. 

image.jpeg

 

Nubia X ნამდვილად შეძლებს მომხმარებლების გაოცებას. ოფიციალურ ანონსამდე ერთი კვირით ადრე, ჩინურმა კომპანიამ განაცხადა სმარტფონის რამოდენიმე მთავარი ფუნქციისა და განსაკუთრებულობის შესახებ. 

სმარტფონის პირველი და უმთვარესი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის თითქმის 100%-ს. შესაბამისად, წინა მხარეს სმარტფონს არ აქვს ჭრილი (ე.წ. notch) და არც კამერების სივრცე. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მარკეტინგულ „ეშმაკობას“ (დადებითი კუთხით), რამდენადაც ამგვარი წინა პანელის შემუშავების შესახებ უკვე სხვა მრავალმ კომპანიამაც განაცხადა. 

უკანა პანელზე არსებული ეკრანისთვის თემებისა და ვოლფეიფერების შერჩევაზე იზრუნებს ხელოვნური ინტელექტი. კერძოდ, ორივე მათგანი (თემაც და ვოლფეიფერიც) პერიოდულად შეიცვლება ავტომატურად იმის მიხედვით, თუ რა ამინდია და სად იმყოფება სმარტფონის მფლობელი. სმარტფონი არც სელფების მოყვარულებს გაუცრუებს იმედს. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტალური კამერა არ აქვს, სელფი კამერის ფუნქციას შეითავსებს ძირითადი კამერა გაფართოებით - 16 + 24 მეგაპიქსელი. 

 

image.jpeg 

მწარმოებლის განცხადების მიხედვით, Nubia X-ს ფლაგმანური კომპონენტები ექნება. ჩინეთს სერტფიკაციის ბიუროს, TENAA-ს მიხედვით, სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 845 ჩიპსეტი და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. აგრეთვე ექნება Wi-Fi დატენვის მხარდაჭერა - როგორ მოხდება ამ ტექნოლოგიის რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია.  

და ბოლოს -  Nubia X-ის ფასი 10 000 იუანია (დაახლოებით 1 440.38 აშშ დოლარი). 

https://bit.ly/2Pme1tr

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.