Jump to content

HTC Exodus 1: ფლაგმანური ბლოკჩეინ-სმარტფონი


Recommended Posts

მიმდინარე წლის მაისში კომპანია HTC-მ დააანონსა თავისი პირველი ბლოკჩეინ-სმარტფონი. მწარმოებელმა მოწყობილობის პროტოტიპიც კი არ წარმოადგინა, ნაჩვენები იყო სმარტფონის მხოლოდ რამოდენიმე მონახაზი. ახალა კი უკვე შედგა რეალური პრეზენტაცია. როგორც აღმოჩნდა, სმარტფონი ფლაგმანურია და ეწოდება HTC Exodus 1 

image.jpeg 

სამწუხაროდ, ტაივანურ კომპანიას ბოლომდე მაინც არ გაუმხელია სმარტფონის ყველა მახასიათებელი. რაც ვიცით, არის შემდეგი: სმარტფონის Quad HD+ დისპლეი 6 დუიმიანია.  

წარმადობას უზრუნველყოფს ფლაგმანური მობილური ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 845. ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტია. დამატებითი მეხსიერების ფლეშ მოდულის მოცულობა კი - 128 გიგაბაიტი. სმარტფონს აქვს 3500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა. 

image.jpeg 

კორპუსის უკანა მხარე მინისგანაა დამზადებული, ამასთან, იგი სრულებით გამჭვირვალეა. უკანა პანელზე განთავსებულია ლოგოტიპი, ბიომეტრიული სენსორი, ფლეშ-განათება და ორი ძირითადი კამერა: 16 +16 მეგაპიქსელიანი.  HTC Exodus 1-ის წინხედი კომპანიამ არ გაასაჯაროვა ამ ეტაპზე. ცნობილია, რომ ფრონტალური კამერა ორმოდულიანია - 8 და 8 მეგაპიქსელით.  

სმარტფონს აქვს ბლოკჩეინ-დაშიფვრაზე აგებული დაცვის სისტემა და კრიპტო-გასაღებების დაცვის უსაფრთხოების სისტემა. გასაღების დაკარგვის შემთხვევაში პანიკა არ არის საჭირო: მათი სწრაფად აღდგენისთვის სმარტფონში გათვალისწინებულია სპეციალური აპარატული საშუალება.  

image.jpeg 

ამ დროისთვის HTC სთავაზობს მომხმარებლებს სმარტფონზე ვადამდელ წვდომას. პროგრამის ფარგლებში სმარტფონის შეძენა შეუძლიათ მსოფლიოს 34 ქვეყნის მაცხოვრებლებს. HTC Exodus 1 -ის ღირებულებაა 0.15 BTK (ბიტკოინი) ან  4.78 ETH. (ეთერეუმი). სტანდარტულ ვალუტაში კი მისი ფასი დაახლოებით 960 აშშ დოლარია. სმარტფონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბრიდან. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.