Magdalena Posted October 24, 2018 Share Posted October 24, 2018 ბიზნეს-პარტნიორებისთვის გამართულ დახურულ ღონისძიებაზე კომპანია Samsung-ის წარმომადგენლობამ ისაუბრა ისეთი ტიპის სმარტფონების ტექნოლოგიებზე, რომელთაც არ აქვთ ჩარჩო და ჭრილი. პრეზენტაციაზე გამოყენებული სლაიდი ხელმისაწვდომი გახდა ქსელური წყაროებისთვის. როგორც ჩანს, სამხრეთკორეული გიგანტი აპირებს გამოიყენოს უჩარჩოო სმარტფონებთან დაკავშირებული ოთხი „გადაწყვეტილება“- FoD, HoD, SoD და UPS. FoD (Fingerprint on Display) - ეკრანზე არსებული დაქტილოსკოპიური სკანერი. თითის ანაბეჭდის ასაღებად იგეგმება ულტრაბგერითი მეთოდის თანამონაწილეობა. HoD (Haptics on Display) - იმიტაცია, თითქოს ფიზიკურ ღილაკებს ვეხებით. SoD (Sound on Display) - ეკრანი - როგორც დიდი დინამიკი. UPS (Under Panel Sensors) - ამ სისტემის მიხედვით ეკრანზე განთავსდება კამერაც და ყველა შესაძლო სენსორიც. სავარაუდოდ, დასახელებული სისტემები გამოყენებული იქნება Samsung-ის მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონებში. https://3dnews.ru/977144 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.