Jump to content

Snapdragon 675: ახალი „გული“ საშუალო დონის სმარტფონებისთვის


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა დააანონსა ახალი პროცესორი - Snapdragon 675, რომელიც ძირითადად განკუთვნილია საშუალო დონის სმარტფონებისთვის. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ამ პროცესორის წყალობით სმარტფონებს ექნებათ გაუმჯობესებული ფუნქციები და გეიმინგ შესაძლებლობები.  

image.jpeg 

პროცესორისთვის განსაზღვრულია 11 ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ჩიპს აქვს რვა Qualcomm Kryo 460 ბირთვი ტაქტის სიხშირით 2,0 გჰც-მდე. 

გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ბირთვი Qualcomm Adreno 612. კონფიგურაცია მოიცავს ციფრულ პროცესორს Qualcomm Hexagon 685 DSP და გამოსახულების დამუშავების პროცესორს - Qualcomm Spectra 250L-ს.  

დისპლეის რაც შეეხება, ხსენებულ პროცესორთან მიმართებაში საუბარია 2520×1080 გაფართოების მქონე დისპლეიზე, ასევე 25 მეგაპიქსელიან კამერაზე ან ორ კამერაზე 16-16 მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

image.jpeg

 

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების აჩქარებაზე პასუხისმგებელია Qualcomm AI Engine ძრავი. ინტეგრირებული მოდემი - Qualcomm Snapdragon X12 LTE - უზრუნველყოფს მონაცემთა ჩამოტვირთვას 600 მბიტ/წმ. სიჩქარით, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე კი იქნება დაახლოებით 150 მბიტი/წმ. 

გათვალისწინებულია უსადენო კავშირების Wi-Fi 802.11ac Wave 2 და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა. აგრეთვე, GPS/GLONASS/Beidou/Galileo, NFC ტექნოლოგია და სწრაფი დატენვის სისტემა - Qualcomm Quick Charge 4+. 

Snapdragon 675 პლატფორმაზე აგებული მოწყობილობები გამოჩნდება მომავალი წლის პირველი კვარტლიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.