Magdalena Posted October 23, 2018 Share Posted October 23, 2018 MSI წარმოგვიდგენს ახალი თაობის 17-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპს ყველაზე მომთხოვნი გეიმერებისთვის. ამ მოდელს აქვს ახალი, განსხვავებული ტიპის კორპუსი, ალმასით შემოსაზღვრული ლითონის „თავსახური“, რის გამოც მისი ვიზუალი მოდურად და პრემიუმ-კლასის დიზაინად ითვლება. „Ge-სერია შექმნილია გეიმერ-ენთუზიასტებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი მოთხოვნები არა მხოლოდ ლეპტოპის წარმადობის, არამედ ვიზუალის კუთხით“ - აცხადებს Eric Kuo –MSI-ის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინიგის სფეროში. კორპუსის დიზაინი - ერთ-ერთი პირველია, რაზეც მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ შეძენისას. GE75-ზე მწარმოებლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს: ზედა ნაწილში ლეპტოპს აქვს წითლად შეფერილი რელიეფური ჭრილები და ცეცხლოვანი დრაკონის სიმბოლო - ამგვარი უნიკალური, აგრესიული ესთეტიკის წყალობით ლეპტოპის მფლობელი ნამდვილად გამორჩეული იქნება სხვებისგან. ლეპტოპის ქვედა ნაწილიც განსხვავებული დიზაინისაა: იგი ასიმეტრიულია და მოგვაგონებს ფუტურისტულ საბრძოლო კოსმოსურ ხომალდს. „უჩარჩოო“ IPS ეკრანი, 144 ჰერცი - მომენტალური რეაქცია GE75 Raider-ის დისპლეი მოქცეულია წვრილ ჩარჩოში. 17 დუიმიან IPS პანელს აქვს 3 მილიწამიანი რეაქციის დრო და 144 ჰერცი კადრის განახლების სიჩქარე - რითიც უზრუნველყოფილი იქნება უპრეცედენტოდ დინამიური, უწყვეტი და შეუფერხებელი თამაში. NVDIA® GeForce® GTX 1070 MSI GE75 Raider-ი საჭიროებს ეფექტურ გაგრილებას, ასე რომ, მე-8 თაობის Intel Core i7 პროცესორსა და NVIDIA® GeForce GTX 1070 ვიდეო ბარათს გადახურებისგან იცავს გაგრილების საფირმო სისტემა - Cooler Boost 5. MSI გარანტიას იძლევა, რომ 5 სპილენძის სითბურ მილსა და ორ მძლავრ ტურბინას ეფექტურად შეუძლია უზრუნველყოს სითბოს გაფანტვა მნიშვნელოვანი დატვირთვის დროსაც და ამავე დროს შენარჩუნებული იქნება ხმაურის მისაღები დონე. MSI APP Player MSI APP Player-ი MSI-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული რამაა. მისი საშუალებით მარტივია Google Play Store-დან პირდაპირ ლეპტოპზე თამაშების ჩამოტვირთვა და გაშვება ყველა ფუნქციის, მათ შორის კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით. განსაკუთრებით გეიმერები შეაფასებენ დადებითად SteelSeries-კლავიტურის ინტელექტუალურ განათებას: ავტომატურად განათდება ყველა აქტიური ღილაკი და მიღებული იქნება შესაბამისი ფერადი სქემა. GE75 Raider-ი - ეს მწვერვალია 17 დუიმიანი ლეპტოპების ევოლუციაში. იგი აერთიანებს NVIDIA® GeForce GTX 1070-ის სიმძლავრეს, ეფექტური გაგრილების სისტემას და მიმზიდველ ვიზუალს. GE75 Raider 8RF/8RE პროცესორი მე-8 თაობის (მდე) Intel® Core™ i7 მეხსიერება ორი სლოტი DDR4-2666, 32 გბ. დისპლეი 17.3" Full HD (1920x1080), 144 ჰც / 3 მილიწმ., ჩარჩო - 5.7 მმ, IPS-Level ვიდეობარათი GeForce GTX 1070 8GB GDDR5 (8RF) GeForce GTX 1060 6GB GDDR5 (8RE) მეხს. ფლეშ-მოდული 1x M.2 SSD (NVMe PCIe Gen3) 1x M.2 SSD კომბინირებული (NVMe PCIe Gen3 / SATA ) 1x 2.5" SATA HDD კლავიატურა SteelSeries (ფერადი, ინდივიდუალური განათება ყველა ღილაკისთვის) აუდიო Giant Speakers - Dynaudio-სგან (2*3 ვტ +2*3 ვტ) ქსელი Killer E2500 Gigabit Ethernet + Up to Killer 1550i (802.11ac wave2, 2x2) + BT5 ბატარეა 6-Cell გაბარიტები/წონა 397 x 270 x 27.6 მმ , 2.7 კგ. https://bit.ly/2yuabFk Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.