Jump to content

EVGA-მ გამოუშვა GeForce GTX 1050 Ti Low Profile ბარათი კომპაქტური სისტემებისთვის


Recommended Posts

NVIDIA Turing-ის ჩიპებზე დაარსებული GeForce RTX 20 სერიის მაღალი კლასის ვიდეო ბარათებზე გაზრდილი ინტერესი პუბლიკის მხრიდან გასაკვირი არ არის, თუმცა ამ ბარათებზე ხელი მხოლოდ გეიმერების მცირე ნაწილს თუ მიუწვდება. ამიტომ, კომპანია EVGA-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 1050 Ti ადაპტერი. სპეციალისტებმა საჭიროდ ჩათვალეს, გამოეშვათ მცირეპროფილიანი მოწყობილობა Pascal GP107-400-A1 გრაფიკულ ჩიპზე. EVGA GeForce GTX 1050 Ti Gaming 4GB Low Profile ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს კომპაქტურ გეიმინგ მოწყობილობებს და შეზღუდულია ბიუჯეტში. საინტერესოა, რომ ხსენებული ბარათი აშშ-ის ფარგლებში აქტუალური არ არის: EVGA-ს ეს ბარათი დაპროექტებულია უმეტესად ევროპელი და აზიელი მომხმარებლებისთვის. 

image.jpeg

GeForce GTX 1050 Ti Low Profile-ის დიზაინზე მუშაობისას, ამერიკელმა სპეციალისტებმა ნაცადი, შემოწმებული ფორმულა გამოიყენეს: ორსლოტიანი გაგრილების სისტემა (დაახლოებით 40 მმ-იანი) მინიატურული ვენტილატორებით. ვიდეო ბარათის ქულერი მიეკუთვნება ACX 2.0 სერიას. 

image.jpeg 

EVGA GeForce GTX 1050 Ti-ს ახალი მოდელები არ საჭიროებენ დამატებით კვებას. საჭირო სიმძლავრე მხარდაჭერილია PCI-E 3.0 x16 კონექტორით. ბარათს აქვს თითო DisplayPort 1.4, HDMI 2.0b და Dual-Link DVI-D. 

image.jpeg 

image.jpeg 

ადაპტერი არ ექვემდებარება ოვექლოქინგს, რისი მიზეზიც ACX 2.0 გაგრილების სისტემის არც ისე მაღალი ეფექტურობაა. ბირთვისა და GDDR5 მეხსიერების ტაქტის სიხშირეა 1290–1392/1752(7008) მჰც. ბარათს აქვს 768 ნაკადიანი Pascal პროცესორი, 48 ტექსტურული ბლოკი (TMU), 32 რენდერინგ-ბლოკი (ROP), 128 ბიტიანი მეხსიერების მოდული და 4 გბ-იანი VRAM. 

image.jpeg 

GeForce GTX 1050 Ti Low Profile მოდელის სარეკომენდაციო ფასი დასავლეთევროპულ ბაზარზე შეადგენს 189,99 ევროს, დღგ-ს ჩათვლით. EVGA-ს ფანატებს ამავე ფასად შეუძლიათ შეიძინონ გაცილებით უფრო ძლიერი, თუმცა ამავე დროს, უფრო დიდი ზომის ამაჩქარებელი GeForce GTX 1050 Ti FTW. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.