Jump to content

Core i7-9700K, Core i9-9900K და Intel Z390: მიმოხილვა


Recommended Posts

მეცხრე თაობის Intel Core  (Coffee Lake Refresh) პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო და, ამასთანავე, გამოქვეყნდა ცნობები სიახლეებზე: ესენია - Core i7-9700K და Core i9900K რვაბირთვიანი პროცესორები, აგრეთვე სპეციალურად ამ სიახლეებისთვის გამოშვებული დედა დაფა  ASUS ROG Strix Z390-E Gaming. 

image.jpeg 

პირველი რვაბირთვიანი პროცესორის - Ryzen 7-ის გამოშვებით, კომპანია AMD- პირველად მრავალი წლის განმავლობაში რეალური კონკურენცია გაუწია Intel-ის პროცესორებს. Intel-მა კი გასულ წელს ამის პასუხად გამოუშვა ექვსბირთვიანი პროცესორები მეინსტრიმ ბაზრისთვის, ახლა კი მის ასორტიმენტს შეემატა რვაბირთვიანი მოდელები - Core i7-9700K და Core i9-9900K. ეს მოდელები არის Intel-ის მიერ მეინსტრიმ ბაზრისთვის წარმოებული პირველი პროცესორები ამ რაოდენობის ბირთვებით. 

image.jpeg

AMD-ის პროცესორებისგან გაწეულმა კონკურენციამ Intel-ი აიძულა შეექმნა ნამდვილად ძლიერი პროცესორები. Core i7-9700K მოდელს აქვს რვა ბირთვი და რვა ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,6-4,9 გჰც-ს. ფლაგმანურ Core i9-9900K-ს კი აქვს Hyper-Threading მხარდაჭერა, რვა ბირთვი და 16 ნაკადი. მისი ტაქტის სიხშირეა 3,6-5,0 გჰც. 

image.jpeg

რაც შეეხება წარმადობას, როგორც ჩანს, Intel-ი არ ცდება, როდესაც თავის Core i9-9900K-ს უწოდებს „საუკეთესო გეიმინგ პროცესორს“. ამ მოდელს თამაშების კუთხით ნამდვილად არ ჰყავს ბადალი. მასზე ერთი საფეხურით ქვემოთ მდგომი Core i7-9700K მოდელიც ამტკიცებს თავის აღმატებულობას კონკურენტებზე. რესურსების მოცულობის თვალსაზრისითაც ორივე მოდელი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. 

image.jpeg

განვიხილოთ დედა დაფა ASUS ROG Strix Z390-E Gaming: იგი აწყობილია Intel Z390 მიკროსქემების ახალ ნაკრებზე, რომელთა წარდგენაც მოხდა Coffee Lake Refresh-ის პროცესორებთან ერთად. ახალი ჩიპსეტი დიდად არ გამოირჩევა წინამორბედი Intel Z370-ისგან. თუმცა, ახალ სისტემურ ლოგიკაზე არსებული დაფები და, მათ შორის, ASUS ROG Strix Z390-E Gaming-ი, ბევრად ოპტიმალურია ახალი პროცესორებისთვის. 

ASUS ROG STRIX Z390-E GAMING 

პროცესორების მხარდაჭერა 

 

მე-9 და მე-8 თაობის Intel-ის პროცესორები (Core, Pentium Gold და Celeron) პლატფორმისთვის  LGA1151-v2  

ჩიპსეტი 

Intel Z390 Express 

მეხსიერების ქვესისტემა 

4 × DIMM, 64 გბ-მდე DDR4-2133-4266 (OC) 

გაფართოების სლოტები 

3 × PCI Express x16  
3 × PCI Express x1 

დრაივ-ინტერფეისები 

1 × M.2 (Socket 3, 2242/2260/2280) SATA 6 გბიტი/წმ. და  PCI Express x4-ის მხარდაჭერით 
1 × M.2 (Socket 3, 2242/2260/2280/22110) PCI Express x4  
6 × SATA 6 გბიტი/წმ. მხარდაჭერით 

RAID 0, 1, 10 

ლოკალური ქსელი 

Intel I219V, 10/100/1000 მბიტი/წმ. 

უსადენო კავშირი 

Intel Wireless-AC 9560 

აუდიოსისტემა 

ROG SupremeFX (S1220A) 7.1 HD 

ინტერფეისები უკანა პანელზე 

1 × HDMI  
1 × DisplayPort  
1 × RJ-45  
1 × ოპტიკური S/PDIF  
3 × USB 3.1 Gen2 Type A  
1 × USB 3.1 Gen2 Type C  
2 × USB 3.1 Gen1 Type A  
2 × USB 2.0 Type A  
5 × აუდიო 3,5 მმ. 

 

ფორმ-ფაქტორი 

ATX 

ფასი 

 - 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

უფრო მაღალი ჩასტოტის 8 ბირთვის და დელიდინგის გაკეთება რომ აღარ ჭირდება 5GHZ მაგიტომაც ადევს უფრო მაღალი ფასი იგივე 9700K ვიდრე 8700K, მაგრამ გეიმინგში დაახლოებით თანაფარდობაა და 4.8GHZ 8700K რაზგონდება დელიდინგის გარეშე + ნახმარს ლამის 150 ლარით იაფათ იყიდი მინიმუმ ვიდრე მაგ ახალს, ნუ მანდ უკვე 6+6 VS 8 ბირთვის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, გეიმინგისთვის მე 8 მირჩევნია მაგრამ მაგ ფასათ 8700K აღება ჯობია ან საერთოდ 8700 თუ გაგრილებაშიც არ გინდა ძალზე ბევრიც მიცე, 4.3GHZ მშენიერ პერფორმანსს ანვითარებს განსაკუთრებით სინგლში 2080Ti კი დაჟე 4K კი, 4.5GHZ და ზევით ჩისტა ონლაინ იგრებისთვის ჭირდება უფრო, 9900K კი სარენდეროთაც ძალიან კარგი იქნება პრინციპში ქსეონებზე ვისაც ფული არ ყოფნიდა, კიდე ერთი უპირატესობა აქვს მაგ ახლებს, როგორც ეგეთი რაზგონის გაკეთება არცაა აუცილებელი ონლაინ იგრებშიც კი, ვისაც უჭირს ბიოსში ჩხიკინი ეგ პროცესორები უფრო ოპტიმალური ვარიანტი იქნება, მე ბევრი ვიცი რიზენები რომ არ დაითრია მარტო იმის გამო რომ რაზგონის ბაიბურში არა ვარო, დასავლეთშიც არიან ეგეთი გეიმერები

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.