Jump to content

EVGA-მ წარადგინა GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათები - FTW, XC და Black სერიები


Recommended Posts

GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყო და კომპანია EVGA-მ, ისევე როგორც ვიდეო ბარათების სხვა მწარმოებლებმა, დააამზადა ხსენებული გრაფიკული ამაჩქარებლის საკუთარი ვერსიები. ამ დროისთვის EVGA გვთავაზობს GeForce RTX 2070-ის ოთხ ვერსიას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გაგრილების სისტემით, კვების ქვესისტემის მოწყობით, GPU-ს ტაქტის სიხშირითა და, რაღა თქმა უნდა, ფასით. 

image.jpeg 

EVGA GeForce RTX 2070 FTW3 Ultra 

ამ მოდელს აქვს თითქმის სამსლოტიანი გაფართოების მქონე, გაგრილების მასიური სისტემა, რომელიც მოიცავს ალუმინის ორ მოზრდილ რადიატორს, სითბურ მილებსა და სამ ვენტილატორს. ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070 XC Ultra-ს კი აქვს თითქმის ასეთივე გაგრილების სისტემა, თუმცა მხოლოდ ორი ვენტილატორით. 

image.jpeg 

EVGA GeForce RTX 2070 XC Ultra და XC Ultra 

ვიდეო ბარათებს - GeForce RTX 2070 XC და GeForce RTX 2070 Black-ს აქვთ უფრო კომპაქტური ქულერი -  ორი სლოტითა და ორი ვენტილატორით. ყველა მოდელს, GeForce RTX 2070 Black-ის გარდა, აქვთ RGB განათება, აგრეთვე, კომპანია EVGA-მ გაგრილების სისტემისთვის შეიმუშავა პლასტმასის სხვადასხვაგვარი გარეკანები, რომლითაც იცვლება პროდუქტის გარეგნული სახე. ეს დამატებითი ელემენტება ცალკე გაიყიდება. 

image.jpeg 

ყველაზე ძლიერ მოდელს - GeForce RTX 2070 FTW3 Ultra-ს აქვს 14 ფაზიანი კვების ქვესისტემა და ორი, 8-8 პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისათვის. მოდელები - GeForce RTX 2070 XC და XC Ultra ფლობენ კვების უფრო მარტივ ქვესისტემას, რომელიც არის 10 ფაზიანი და აქვს 6- და 8-პინიანი კონექტორები. და ბოლოს, GeForce RTX 2070 Black მოდელს აქვს 8 ფაზიანი ქვესისტემა და ერთი, 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. 

image.jpeg 

EVGA GeForce RTX 2070 Black 

რაც შეეხება გრაფიკული პროცესორების ტაქტის სიხშირეს, ზემოთ ხსენებული ვიდეო ბარათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ Boost-სიხშირით, საბაზისო ტაქტის სიხშირე კი ყველა შემთხვევაში 1410 მჰც-ის ტოლია. GeForce RTX 2070 Black მოდელის ეტალონური სიხშირეა 1620 მჰც, GeForce RTX 2070 XC მოდელის - 1710 მჰც, GeForce RTX 2070 XC Ultra-სი - 1725 მჰც. ფლაგმანური GeForce RTX 2070 FTW3 Ultra მოდელის ტაქტის სიხშირე კი არის 1815 მჰც.  

image.jpeg 

EVGA GeForce RTX 2070 XC Ultra 

რაც შეეხება ღირებულებას: 

EVGA GeForce RTX 2070 Black – 500 $; 

GeForce RTX 2070 XC – 580 $; 

GeForce RTX 2070 XC Ultra – 600 $’ 

GeForce RTX 2070 FTW3 Ultra – 630 $. 

  • Like 2
  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.