Jump to content

Netflix-მა ბოლო კვარტლის განმავლობაში 7 მლნ ახალი გამომწერი მიიზიდა


Recommended Posts

საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ გარდაიქმნა Netflix- DVD ვიდეობის სახლში მიწოდების სერვისიდან დღეს არსებულ მდგომარეობამდე. მცირე ხნის წინ გაკეთებული ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლო კვარტალში კომპანიის აქციების ფასმა 12%-ზე მეტით მოიმატა. 

image.jpeg 

კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფასიანი გამომწერების რიცხვის მატება, რა მხრივაც ნამდვილად არ გაუცრუვდა მოლოდინი Netflix-ს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მომხმარებელთა რიცხვი 5 მილიონით გაიზრდებოდა, Netflix-მა კი შეძლო ბოლო სამ თვეში მიეზიდა 6,96 მილიონი მომხმარებელი. ჯამში, Netflix-ის აბონენტების რიცხვი 137 მილიონს აჭარბებ, მათგან 130 მილიონი ფასიანია. 

რაც შეეხება შემოსავლებს, Netflix-მა მიიღო 4 მლრდ დოლარი (გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალი 3 მლრდ დოლარი იყო). მოგებამ შეადგინა 0,89 $ (2017 წელს ეს მაჩვენებელი 0,29$ იყო). კომპანიის მომავალი კი კიდევ უფრო ოპტიმისტურია: Netflix-ი პროგნოზირებს, რომ შემდეგ კვარტალში ფასიანი მომხმარებლების რიცხვი 7,6 მილიონით გაიზრდება, საერთო რიცხვი კი 9,4 მილიონით (წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებია 6,6 მლნ და 8,3 მლნ). 

image.jpeg 

კომპანიამ გააზიარა საინტერესო დიაგრამა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ განაპირობა სხვადასხვა სერიალმა და ფილმმა დამწყები მსახიობების პოპულარობის ზრდა: 

„აღფრთოვანებულები ვართ, რომ Netflix-ი გახდა სასტარტო პლატფორმა ახალი თაობის ვარსკვლავებისთვის. ჩვენი საქმიანობა ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას -  მოიპოვონ თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია. ჩვენი სერიალები, ფილმები და მსახიობები პოპულარულები ხდებიან მთელ პლანეტაზე“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

image.jpeg 

 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

არ ღირს ძვირი + ვერ ტყდება ბოლომდე 4K HDR ეგეთივე ცვეტოპერედაჩა და ხარისხი რომ ქონდეს როგორც ნეტფლიქსზე აქვს და ბევრს უღირს მაგდენის გადახდა ნამდვილათ, თან ძალზე ბევრ სერიალებს უშვებენ და ბოლო პერიოდში ფილმების აქტიურათ გამოშვებასაც მოკიდეს ხელი, თუმცა ყველაფერი რომ იდებოდეს ეგეთივე ხარისხში მემგონი მაინც ბევრს ექნებოდა მაგაზე პადპისკა + ყველა არ იწერს პირატულ პროდუქციას განვითარებულ ქვეყნებში, უფრო სწორათ უმრავლესობას პადპისკა ექნება მანდ და ტორენტებზე არც კი შეიხედავს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჰოო, თან მობილურ დევაისებზეც ძალიან მოსახერხებელია ეგეთი სტრიმინგ სერვისები.

Link to comment
Share on other sites

ჩემი შვილია ნეტფლიქსის ფანი :დ 8ევროს ვიხდი თვეში და უყურე რასაც გინდა, ხარისხიც მშვენიერია.

Link to comment
Share on other sites

ამ თვეში მეც დობრათ ნეტფლიქსის სერიალები ვნახე პადრიათ, უბრალოთ დაემთხვა თორე სპეციალურათ ეგ სერიალები არ ამომირჩევია საყურებლათ, უბრალოთ მართლა დობრათ სერიალებს უშვებს ნეტფლიქსი და მათ შორის კომედიებსაც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.