Jump to content

ტესტი ავტონომიურობაზე: Samsung Galaxy Note 9 vs iPhone Xs Max vs Google Pixel 3 XL vs Sony Xperia XZ3


Recommended Posts

2018 წლის მეორე ნახევარში, ყველა A-ბრენდმა წარმოადგინა ერთი ან მეტი ფლაგმანური სმარტფონი. პირველად, აგვისტოს დასაწყისში, კომპანია Samsung-მა დააანონსა Galaxy Note 9. იმავე თვის ბოლოს, გამოფენა IFA 2018-ზე, იაპონურმა კომპანია Sony-მ წარმოადგინა მოდელი Xperia XZ3. სექტემბერში Apple-მა გამოუშვა ახალი iPhone-ები, თითქმის ერთი თვის შემდეგ კი, გამოვიდა მესამე თაობის Pixel-ის ორი ახალი სმარტფონი.

88523_O.png

YouTube-ის ერთ-ერთ არხზე - PhoneBuff-ზე გასულ კვირას გამოჩნდა ავტონომიურობის ტესტი, რომელშიც ჩართული იყო Apple iPhone Xs Max და Samsung Galaxy Note 9. გამარჯვება წილად ხვდა სამხრეთ კორეული კომპანიის სმარტფონს: განსაზღვრულ დროში მისი ბატარეა 63%-მდე ჩამოვიდა, იმ დროს როცა iPhone Xs Max მოდელი სრულად დაიცალა. თუმცა, უნდა 

აღინიშნოს, რომ Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Full HD+ გაფართოებით, იმ დროს, როდესაც ქარხნული გაფართოება შეადგენს 2960 x 1440-ს, ე.წ. Quad HD+-ს. მას შემდეგ, გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო ავტონომიურობის შედეგების შედარებასთან დაკავშირებით. ტესტი ჩაატარა არხ Mrwhosetheboss-ის ავტორმა. ამჯერად, ზემოთხსენებულ ორ სმარტფონთან ერთად ტესტში ჩართული იყო Google Pixel 3 XL და Sony Xperia XZ3. ამჯერად კი, Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Quad HD + გაფართოებით.

ჯამში, გამარჯვება iPhone Xs Max-ს ხვდა წილად. იგი სრულად დაჯდა 6 საათსა და 16 წუთში. მეორე ადგილზე გავიდა Galaxy Note 9 – მისი მაჩვენებელი იყო 6 საათი და 4 წუთი. მესამე ადგილას აღმოჩნდა Pixel 3 XL – 5 საათი და 19 წუთი. ყველაზე სწრაფად დაჯდა Sony Xperia XZ3 - 3 საათსა და 58 წუთში.

აქვე დავამატებთ, რომ iPhone Xs Max-ს აქვს ბატარეა 3174 მილიამპერი/სთ. მოცულობით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, A12 Bionic პროცესორი და 6,5-დუიმიანი დისპლეი 2688 х 1242 გაფართოებით. დანარჩენ სამ სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორები. სხვა მახასიათებლები იხილეთ აქვე:

Samsung Galaxy Note 9:

* ოპერატიული მეხსიერება - 6 გბ;

* ბატარეის მოცულობა - 4000 მილიამპერი/სთ;

* დისპლეის დიაგონალი - 6.4”, გაფართოება - 2960 х 1440.

Google Pixel 3 XL:

* ოპერატიული მეხსიერება 4 გბ;

* ბატარეის მოცულობა - 3430 მილიამპერი/სთ;

* დისპლეის დიაგონალი - 6.3”, გაფართოება - 2960 х 1440.

Sony Xperia XZ3:

* ოპერატიული მეხსიერება - 4 გბ;

* ბატარეის მოცულობა – 3300 მილიამპერი/სთ;

* დისპლეის დიაგონალი – 6.0”, გაფართოება - 2880 x 1440.

https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/21502/test_avtonomnosti_samsung_galaxy_note_9_vs_iphone_xs_max_vs_google_pixel_3_xl_vs_sony_xperia_xz3

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.