Jump to content

Adobe-იმ წარმოადგინა პროგრამა Premiere Rush - პერსონალური კომპიუტერებისა და iOS ოპერაციული სისტემისთვის. Android-ზე მას მოგვიანებით ვიხილავთ


Magdalena

Recommended Posts

სოციალურ ქსელებში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეოები, თუმცა ვიდეორგოლების შექმნა საშუალოსტატისტიკური მომხმარებლებისთვის არც ისე მარტივია, რადგან, როგორც წესი, საჭიროა ვიდეომონტაჟის ცოდნა. სწორედ იმ მიზნით, რომ დამწყებთათვის გაემარტივებინა საქმე, Adobe-იმ გამოუშვა ახალი პროდუქტი - Premiere Rush, რომელიც განავითარებს იდეებს მობილური აპლიკაცია Premiere Clip-ის მეშვეობით. 

ახალი პროგრამის ანონსი შედგა რამოდენიმე თვის წინ, სახელწოდებით - Project Rush. ეს გამარტივებული ვიდეორედაქტორი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში დაარედაქტირონ ვიდეორგოლი და ატვირთონ სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ პლატფორმაზე, მაგ:  YouTube-ზე, Facebook-ზე ან lnstagram-ზე 

image.jpeg

საუბარი ეხება Premiere-ის მაქსიმალურად გამარტივებულ ვერსიას, რომლის ანალოგიურიცაა, მაგალითად, Photoshop Express-. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია პირდაპირ Premiere- აპლიკაციიდანვე გადაიღოთ ვიდეო სმარტფონით ან პლანშეტით და დაარედაქტიროთ სამუშაო ინსტრუმენტების მეშვეობით. შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები, ხმა, დაამატოთ ანიმაციები, ტექსტი და .. 

image.jpeg

აპლიკაციაშივე ხელმისაწვდომია უამრავი ხარისხიანი ანიმაცია და მოდიფიკაციის ვარიანტი, სურვილისამებრ კი შეგიძლიათ კიდევ ასობით ვარიანტი ჩამოტვირთოთ Adobe Stock-იდან. შესაძლებელია შეცვალოთ შრიფტი, ფერი და ზომა, რათა მიღებული შედეგი სრულად  მოერგოს საჭირო სტილს. Premiere Rush- მოქმედი იქნება ყველა ტიპის დივაისზე - დაწყებული სმარტფონიდან - დამთავრებული პერსონალური კომპიუტერით, ასე რომ, მარტივი ვიდეომონტაჟის გაკეთება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ადგილას, მგზავრობის დროსაც კი. ყველაფერი სინქრონიზდება Cloud-იდან. აპლიკაცია უფასოა Adobe Creative Cloud-ის გამომწერთათვის. 

Premiere Rush- ჯერჯერობით ფუნქციონირებს Windows-ზე, macOS-სა და iOS-ზე, მომავლ წელს კი გამოუშვებენ Android-ვერსიასაც. 

https://bit.ly/2pWltx4

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.