Magdalena

Huawei-ის ახალ სმარტფონებში microSD-ის ნანომეხსიერების ბარათები (Nano Memory Cards) ჩაანაცვლებს

Recommended Posts

Huawei- წარადგინა საინტერესო სიახლე: ახალი ტიპის მეხსიერების ბარათები, რომელთაც კომპანია Nano Memory (NM)-ის უწოდებს. ამ ტიპის მეხსიერების ბარათები ჩაანაცვლებენ ტრადიციულ  microSD ბარათებს Huawei- ახლახანს დაანონსებულ Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში 

Huawei- წარმომადგენლის თქმით, ახალი NM ბარათები ფორმითა და ზომით Nano Sim ბარათის იდენტურია, თუმცა 45%-ით უფრო მცირე ზომისაა microSD ბარათთან შედარებით. ახალ ბარათებს აქვთ მინიმუმ 256 გიგაბაიტი მეხსიერების მოცულობა და მონაცემთა გადაცემის სისწრაფე - 90 მეგაბაიტი წამში 

image.jpeg

 

Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში, რომელთაც აქვთ SIM ბარათის ორი სლოტი ახალი ნანობარათის მოთავსება შესაძლებელია ერთ-ერთ სლოტში, ერთ-ერთი SIM ბარათის ადგილას. ასე, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი  ისარგებლონ ორი SIM ბარათით თუ ერთ-ერთის ნაცვლად გამოიყენონ დამატებითი მეხსიერების ბარათი. 

ამ დროისათვის, როგორც ჩანს, NM ბარათები კომპანია Huawei- ექსკლუზივს წარმოადგენს. ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება, თუკი ამგვარი სტანდარტები სხვა კომპანიებზეც გავრცელდება. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ორსიმბარათიანი სმარტფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო ბაზარზე (ამ დროისთვის Apple-იც კი ამზადებს ორსიმბარათიან iPhone- ჩინეთის ბაზრისთვის).  

მომხმარებლები ელიან, როდის გახდება ცნობილი ახალი ნანომეხსიერების ბარათების ფასი და გაყიდვის თარიღები, აგრეთვე დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს კომპანიას მეხსიერების ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით. 

www.theverge.com

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now