Magdalena Posted October 18, 2018 Share Posted October 18, 2018 Huawei-მ წარადგინა საინტერესო სიახლე: ახალი ტიპის მეხსიერების ბარათები, რომელთაც კომპანია Nano Memory (NM)-ის უწოდებს. ამ ტიპის მეხსიერების ბარათები ჩაანაცვლებენ ტრადიციულ microSD ბარათებს Huawei-ს ახლახანს დაანონსებულ Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში. Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, ახალი NM ბარათები ფორმითა და ზომით Nano Sim ბარათის იდენტურია, თუმცა 45%-ით უფრო მცირე ზომისაა microSD ბარათთან შედარებით. ახალ ბარათებს აქვთ მინიმუმ 256 გიგაბაიტი მეხსიერების მოცულობა და მონაცემთა გადაცემის სისწრაფე - 90 მეგაბაიტი წამში. Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში, რომელთაც აქვთ SIM ბარათის ორი სლოტი, ახალი ნანობარათის მოთავსება შესაძლებელია ერთ-ერთ სლოტში, ერთ-ერთი SIM ბარათის ადგილას. ასე, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი - ისარგებლონ ორი SIM ბარათით თუ ერთ-ერთის ნაცვლად გამოიყენონ დამატებითი მეხსიერების ბარათი. ამ დროისათვის, როგორც ჩანს, NM ბარათები კომპანია Huawei-ს ექსკლუზივს წარმოადგენს. ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება, თუკი ამგვარი სტანდარტები სხვა კომპანიებზეც გავრცელდება. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ორსიმბარათიანი სმარტფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო ბაზარზე (ამ დროისთვის Apple-იც კი ამზადებს ორსიმბარათიან iPhone-ს ჩინეთის ბაზრისთვის). მომხმარებლები ელიან, როდის გახდება ცნობილი ახალი ნანომეხსიერების ბარათების ფასი და გაყიდვის თარიღები, აგრეთვე დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს კომპანიას მეხსიერების ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით. www.theverge.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.