Jump to content

Gigabyte-მა ფანები გაახარა GeForce RTX 2070-ის ახალი მოდელებით


Recommended Posts

კომპანია Gigabyte Technology-მ გაავრცელა GeForce RTX 2070 კლასის სამი ახალი ვიდეო ბარათის სურათები  და მახასიათებლები. დაანონსდა ორი Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G და ერთიც Aorus GeForce RTX 2070 8G ვიდეო ბარათი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან TU106-400A გრაფიკული ბირთვის boost-სიხშირეებითა და ოვერქლოქინგის პოტენციალით (როგორც ჩანს, ეს მახასიათებლები Xtreme მოდელს უფრო მაღალი აქვს). 

image.jpeg

 

კონსტრუქციულად, ზემოთხსენებული წყვილი ადაპტერიდან ორივე სამსლოტიანია, სიგრძეში არის 290 მმ, სიგანეში - 134,3 მმ. ვიდეო ბარათებს უკანა I/O-პანელზე აქვთ შვიდი კონექტორი ( სამი DisplayPort 1.4, სამიც HDMI 2.0b და ერთი USB 3.1 Type-C/VirtualLink), ასევე აქვთ 6- და 8-პინიანი კვების კონექტორი. ერთდროულად შესაძლებელია არაუმეტეს ხუთი ვიდეოგამშვების მუშაობა 

image.jpeg

 

წარმოდგენილი ქულერი - WindForce Stack 3X - შედგება სამი 100 მილიმეტრიანი ვენტილატორისგან, სამგანყოფილებიანი ალუმინის რადიატორისა და სპილენძის ხუთი სითბური მილისგან. ბირთვის და GDDR6 ეხსიერების კვების სისტემა არის „10+2“ ფაზიანი.  

Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G ვიდეო ბარათის GPU-ს სიხშირე დინამიკური ოვერქლოქინგისას ტოლია 1815 მეგაჰერცის, „არაექსტრემალური“ (Aorus GeForce RTX 2070 8G) ვერსიისა კი - 1770 მეგაჰერცის. ორივე შემთხვევაში მეხსირების სიჩქარეა 14 გბ/წმ. 

image.jpeg

image.jpeg

Aorus სერიის ახალ ვიდეო ბარათებს აქვთ RGB Fusion განათება რვა ეფექტის მხარდაჭერით. გაყიდვებში Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G და Aorus GeForce RTX 2070 8G წარდგებიან შემდეგი არტიკულებით: GV-N2070Aorus X-8GC და GV-N2070Aorus-8GC. 

image.jpeg

შედარებით „მოკრძალებული“ ვიდეო ბარათი - Gigabyte GeForce RTX 2070 WindForce 8G (GV-N2070WF3-8GC) - მომხმარებლების ყურადღებას მიიპყრობს ხელმისაწვდომი ფასის წყალობით. ეს მოდელი ორსლოტიანია, აქვს ქულერის შედარებით გამარტივებული კონსტრუქცია, რომლის საფუძველსაც ორი სითბური მილი წარმოადგენს. ბარათს აქვს წინა და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტები, პირველი მათგანი ახდენს კვების სისტემისა და მეხსიერების ჩიპების გაგრილებას.  

image.jpeg

GeForce RTX 2070 WindForce 8G-ის კომპონენტები გაგრილება ხდება 80 მილიმეტრიანი ვენტილატორების მეშვეობით. 

image.jpeg

 

WindForce ბარათის კვება ათფაზიანია, აქედან ორი მოდის GDDR6 მიკროსქემაზე. სიმძლავრის მიწოდების დამატებითი კონექტორებია 6- და 8-პინიანი PCI-E Power. ვიდეობარათის „გულს“ წარმოადგენს TU106-400 ბირთვი -  ქარხნული აჩქარების გარეშე (დიაპაზონი - 1410–1620 მჰც). 

image.jpeg 

აღწერილი ვიდეო ბარათები მალე გაეშვება გაყიდვაში. მათი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.