Jump to content

Audi და Huawei ჩინეთში დააარსებენ თვითმავალი ავტომობილების საწარმოო ცენტრს


Recommended Posts

კომპანიებმა - Audi-მ და Huawei-მ განაცხადეს, რომ დადეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ავტონომიური მართვის სისტემების შექმნა ავტომობილებისთვის, და მისი რეალიზებაც ჩინეთში მოხდება.  

image.jpeg

 

ამ ორი კომპანიის პარტნიორობა კონცენტრირებული იქნება მეოთხე დონის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რაც გულისხმობს სრულად ავტონომიურ მართვას სპეციალურად გამოყოფილ საგზაო მონაკვეთებზე. 

ჩინეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გეგმებს ცვლიდა ჩინურ ბაზარზე მოქმედი უცხოური კომპანიების საბაზრო წილებთან დაკავშირებით და ამსუბუქებდა მოთხოვნებს. ამის გამო ქვეყანაში ავტომობილების მრავალფეროვნების საკითხთან არსებული მდგომარეობა შეიცვალა. 

image.jpeg

ამა წლის ზაფხულში, Tesla-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აპირებს შანხაიში გახსნას საკუთარი ქარხანა, სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებენ. გასულ კვირას კი BMW-მ გაავრცელა ცნობა, რომ 75%-მდე გაზრდის წილს ჩინეთში მოქმედ თავის პარტნიორთან -  Brilliance Auto Group-თან ერთად, პარალელურად კი აპირებს ადგილობრივი საწარმოო ბაზის გაფართოებასა და კიდევ ერთი ქარხნის აშენებას.  

თუმცა, თვითმავალი ტექნოლოგიებით აწყობილი მობილების მიმართ ჩინეთის სახელისუფლებო ორგანოები მაინც აგრძელებენ ხისტ მიდგომას, მკაცრად აკონტროლებენ თვითმავალი სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებისათვის აუცილებელი ნებართვების გაცემას, ასევე კონტროლი ხორციელდება ჩინეთის გზების ციფრული რუკების შექმნაზე, რაც ავტონომიური მართვის სისტემის შემუშავებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. 

ეს სიფრთხილე იმით აიხსნება, რომ ჩინეთს არ სურს, უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ფლობდნენ მასალას ქვეყნის დეტალურ რუკებსა და მონაცემებზე. ამ ფაქტს ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების მიმართ საფრთხედ მიიჩნევენ.  

ამან განაპირობა, რომ მსხვილი უცხოური ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Daimler, Ford და BMW, თანამშრომლობენ Baidu-სთან. ეს უკანასკნელი ერთ-ერთია იმ კომპანიათა მცირე ჯგუფიდან, რომელთაც აქვთ უფლება  -  ჩაატარონ ტესტირებები რობომობილებზე და შექმნან  ციფრული რუკები, რომლებზეც ასახულია ჩინეთის საგზაო მაგისტრალები. 

Audi-ს სექტემბრიდან უკვე დაწყებული აქვს Huawei-სთან ერთად თვითმავალი ტექნოლოგიების ტესტირება. მომავალი წლისთვის კი კომპანიები გეგმავენ გახსნან ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ერთობლივი საწარმოო ცენტრი.  

https://3dnews.ru/976770

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.