Jump to content

MSI GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების დებიუტი: Aero, Armor, Duke და Gaming კატეგორიები


Recommended Posts

GeForce RTX 2070 ვიდეობარათების ოფიციალური ანონსის ფარგლებში კომპანია MSI-მ წარადგინა ცხრა ვიდეო ბარათი, რომლებიც დაყოფილია ოთხ ჯგუფად:  

Gaming კატეგორია (ყველაზე ძლიერი) 

Armor (gaming-ის გამარტივებული ვერსია)

 Duke (მოდელები მასიური, სამვენტილატორიანი ქულერით) 

Aero (ტურბინიანი ადაპტერით) 

image.jpeg

GeForce RTX 2070 Gaming 

ამ სერიაში გამოვიდა სამი ვიდეო ბარათი: 

GeForce RTX 2070 Gaming Z 8G; 

GeForce RTX 2070 Gaming X 8G; 

GeForce RTX 2070 Gaming 8G. 

ფლაგმანური მოდელი აღნიშნულია სუფიქსით “Z” და ხასიათდება გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირით: 1410–1830 მჰც (რეკომენდებული დიაპაზონია 1410–1620 მჰც). GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 8 გბ (არ ექვემდებარება ოვერქლოქინგს: 1750 მჰც სიხშირეზე  ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტ/წმ.).  

image.jpeg

ეს ვიდეო ბარათი გამოირჩევა არა მარტო გარეგნული მახასიათებლებით (კერძოდ, Mystic Light-ის RGB განათებით), არამედ  PCB დაფის განსაკუთრებული დიზაინითა და გაგრილების სისტემით. ეს უკანასკნელი იყენებს სამი სლოტის სივრცეს და შედგება ორი Torx 3.0 ვენტილატორისგან. აქვს ალუმინის რადიატორი, რადიატორის სპილენძის ფუძე და ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილი. მილთაგან ერთ-ერთს სხვებზე დიდი - 10 მილიმეტრიანი დიამეტრი აქვს. 

image.jpeg

GeForce RTX 2070 Gaming მოდელების გაგრილება ხდება СО Twin Frozr 7-ის საშუალებით 

image.jpeg 

სითბოს ნაწილის გაფანტვას ახდენს წინა და უკანა ფირფიტები. VRM ტრანზისტორების უმეტესობა კონტაქტშია მთავარი გამაგრილებლის ფირფიტებთან, რამოდენიმე კი ეხება რადიატორის ფრონტალურ ფირფიტას. 

image.jpeg

 

MSI GeForce RTX 2070 Gaming Z 8G-ის კვების სისტემა ათფაზიანია. აქვს კონექტორების კონფიგურაციების არასტანდარტული კვების სისტემა: 8-პინიან PCI-E Power-ს დამატებული აქვს 6-პინიანი. აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 2070 კლასის ვიდეო ბარათებს არ აქვს NVLink SLI მხარდაჭერა - MSI-მ გამოიყენა კონსერვატიული მიდგომა: ვიდეობარათს აქვს ერთი HDMI 2.0b კონექტორი, ერთიც USB 3.1 Type-C პორტი და სამი DisplayPort 1.4. 

image.jpeg

 

GeForce RTX 2070 Gaming X 8G და GeForce RTX 2070 Gaming 8G 

ეს ორი, “X” სუფიქსიანი ვიდეო ბარათი მუშაობს 1410–1710/1750(14 000) მჰც სიხშირეზე და საჭიროებს 225 ვატს დატვირთვის დროს, ისევე როგორც Gaming Z. მისგან განსხვავდებიან იმით, რომ აქვთ გრაფიკული ბირთვი TU106-400 -  ნაცვლად TU106-400A-სა 

image.jpeg

MSI GeForce RTX 2070 Gaming 8G ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 175 ვატის ტოლია, კვების კონექტორების კონფიგურაცია ამ შემთხვევაშიც გვაქვს 6+8-პინიანი. ვიდეო ბარათის გაბარიტებია 307 × 155 × 50 მმ, წონა: 1,5 კგ. 

 

GeForce RTX 2070 Armor 

MSI GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების „ჯავშნიან“ სერიაში წარმოდგენილია სამი ბარათი: 

Armor 8G OC, 

Armor 8G OCV1 და 

Armor 8G. 

მიუხედავად Gaming სერიის ბარათებთან ვიზუალური მსგავსებისა, Armor ვიდეო ბარათები უფრო მოკრძალებულ „არსენალს“ ფლობენ. რთული კონსტრუქციის მქონე Torx 3.0 ვენტილატორების ნაცვლად, გამოყენებულია წინა თაობის Torx 2.0 ვენტილატორები. RGB განათების ადგილას კი გვაქვს მხოლოდ MSI-ს ლოგოტიპი. 

image.jpeg

image.jpeg

ქულერის კონსტრუქცია გამარტივებულია: Armor-ის სერიის ვიდეო ბარათებს ერთით ნაკლები სითბური მილი აქვთ Gaming სერიის წარმომადგენლებთან შედარებით. აგრეთვე, ამ სერიის წარმომადგენლები 300 გრამით მსუბუქია Gaming სერიაზე, რაც მეტყველებს უფრო მცირე მასის მქონე რადიატორის არსებობაზე. 

image.jpeg

image.jpeg

ფრონტალურ ფირფიტაზე არის VRM რადიატორის ფუნქცია და მეხსიერების მიკროსქემა. 

image.jpeg 

Gaming და Armor სერიების დაფებს მიკროსქემების დიზაინი პრაქტიკულად იდენტური აქვთ, თუმცა, Armor სერიას არ აქვს GPU კვების ორი ფაზა. NVIDIA TU106-400A -ის ბირთვის boost-სიხშირე Armor 8G OCV1-ისა და Armor 8G OC-ის ვერსიებში არ აღემატება 1710 და 1740 მჰც-ს. თავის მხრივ, ვიდეო ბარათის - GeForce RTX 2070 Armor 8G-ის გრაფიკული პროცესორის - TU106-400-ის რეკომენდებული ტაქტის სიხშირე  1410–1620 მჰც-ია.  

image.jpeg

 

GeForce RTX 2070 Duke 

ამ სერიაში გვაქვს ორი მოდელი: 

MSI GeForce RTX 2070 Duke 8G OC და 

GeForce RTX 2070 Duke 8G. 

ამ ვიდეო ბარათების მახასიათებლები და ხარისხი Armor-ის სერიის მსგავსია. Duke სერიის უპირატესობიდან უნდა აღინიშნოს ორსლოტიანი/სამვენტილატორიანი მოდელის გადაწყვეტილება და  საშუალოზე მაღალი GPU სიხშირე (Duke — 1710 მჰც,  Duke OC — 1755 მჰც). ამავე დროს, რადიატორი უფრო თხელია და აქვს სამი ან ოთხი სითბური მილი. PCB მიკროსქემების დიზაინის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, როგორც ჩანს, ამ მხრივ Duke სერია თავს ვერ მოიწონებს.  

image.jpeg

Duke/Duke OC სერიის ვიდეო ბარათები განათების გარეშეა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 2070 Aero 

MSI GeForce RTX 2070 Aero 8G ვიდეო ბარათების ღირსებას წარმოადგენს სითბური მასების გამოყოფა უკანა პანელის მეშვეობით, ასევე ბარათების მისაღები ფასები. Aero სერიის ბარათების ბირთვებისა და მეხსიერების სიხშირეები ტოლია 1410–1620 და 1750 (14 000) მეგაჰერცის.  

image.jpeg 

ვიდეო ბარათს აქვს ორი დამატებითი კონექტორი კვებისთვის:  6- და 8-პინიანი. როგორც ჩანს, MSI-ის ინჟინრებმა სარისკოდ ჩათვალეს უარი ეთქვათ 6-პინიან PCI-E Power-ზე. უკანა „მსუნთქავმა“ საცობმა უნდა შეამციროს GPU-ს გადახურება და ხმაურის დონე. 

image.jpeg

image.jpeg

image.jpeg

ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვიდეო ბარათების საყოველთაო მსოფლიო გაყიდვები უნდა დაიწყოს 17 ოქტომბრიდან.  

 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ალბათ სადღაც 10-15% მძლავრი იქნება გაცილებით უფრო იაფიან 1080, RTX რეჟიმში კი არაფრის თავი არ ექნება მაგ კარტას 1080P კი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.