Jump to content

Facebook-ი ტესტავს “Unsend” ფუნქციას Messenger-ისთვის


Recommended Posts

image.jpeg

მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანიამ წაშალა გენერალური დირექტორის - მარკ ცუკერბერგის მიერ Messenger-ში გაგზავნილი რამოდენიმე ძველი შეტყობინება. Facebook-ის რიგით მომხმარებლებს მსგავსი რამ არ შეუძლიათ - თუკი წაშლით შეტყობინებას თქვენი ინბოქსიდან, იგი მაინც დარჩება შეტყობინების მიმღების ინბოქსში. აპრილში Facebook-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავს დანერგოს ფუნქცია „Unsend” ყველასთვის, თუმცა არაფერი უთქვამთ დეტალებისა და გამოსვლის დროის შესახებ. როგორც TechCrunch-მა შეამჩნია, ახალი ფუნქციის პირველადი სახე უკვე გამჟღავნდა. 

Jane Manchun Wong-მა, რომელიც Facebook-ის დაფარულ ფუნქციებს ეძებს, Twitter-ზე გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია, რომ გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირებისას, “Delete Message”- შეტყობინების ქვეშ გაჩნდა წარწერა: “Unsend Message”. დადასტურების შემთხვევაში, ჩნდება წარწერა: “Your message will be removed from the chat, and you.” 

image.jpeg

როგორც ჯეინ ვონგი ამბობს, შესაძლოა  გამოყოფილი იქნას გარკვეული დრო შეტყობინების Unsend-ისთვის, მაგალითად, როგორც Gmail-ის შემთხვევაში გვაქვს 30 წამი “Undo Send”-ისთვის.  

პრეს-მდივანმა TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ Facebook-ი ახდენს ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების შიდა ტესტირებას - ხარისხის და ფუნქციურობის შემოწმების მიზნით, მანამდე, სანამ ეს ფუნქციები საყოველთაო მოხმარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.  

www.theverge.com

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.