Jump to content

გეიმინგ სმარტფონი Black Shark ევროპის დასაპყრობად ემზადება


Recommended Posts

2018 წლის გაზაფხულზე Black Shark Technology Inc.-მა - Xiaomi-ს შვილობილმა კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო გეიმინგ სმარტფონი, სახელწოდებით - Black Shark. იმ დროს, როდესაც ჩინეთში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ გამოვიდოდა სმარტფონის მეორე თაობის მოდელი. მწარმოებელმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ორიგინალმა მოდელმა კურსი ევროპისკენ აიღო. 

image.jpeg        image.jpeg 

სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 845-ის პლატფორმაზე, მაქსიმალური კონფიგურაციის მქონე მოდელს აქვს 8 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება (LPDDR4x), აგრეთვე 256 გბ-იანი ჩაშენებული მეხსიერების ბარათი (UFS 2.1). სმარტფონს ასევე აქვს შედარებით მოკრძალებული ვერსიებიც : 6/64 გბ და 8/128 გბ-იანი მოდელები. 

Black Shark-ს აქვს Full HD+ დისპლეი დიაგონალით 5.99’’ ჭრილის გარეშე, 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა. აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი Quick Charge 3.0. უკანა კამერა ორმოდულიანია: 12 მეგაპიქსელიანი (f/1.75) და 20 მეგაპიქსელიანი (f/1.75), ფრონტალური კამერა 20 მეგაპიქსელიანია (f/2.2).  

image.jpeg

თამაშების დროს მოსახერხებელი მართვსთვის გათვალისწინებულია გეიმპადი Black Shark DOCK, რომლის შეძენაც მსურველებს ცალკე მოუწევთ. მისი ფასი დაახლოებით 30 $-ია. გეიმინგ სმარტფონის საბაზისო კომპლექტაციის ფასი ჩინეთში შეადგენდა 480 $-ს. ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ Black Shark Global Edition-ის გამოჩენას. ასევე უცნობია ისიც, თუ რა ფასს დაადებს მას მწარმოებელი. გავრცელებული ხმების თანახმად, სმარტფონი ევროპულ ბაზარზე უკვე მიმდინარე თვის განმავლობაში გამოჩნდება.  

https://bit.ly/2CEi8LN

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.