Jump to content

GeForce RTX 2080 Ti-მა 2490/16900 მჰც სიხშირეზე განაახლა 3DMark Time Spy Extreme რეკორდი


Magdalena

Recommended Posts

ტაივანში, Asustek Computer-ის შტაბში არაერთი დღეა მიმდინარეობს GeForce RTX 2080 Ti-ს ექსტრემალური ოვერქლოქინგის ახალი სიმაღლეების დაპყრობის მცდელობები. წინა ჯერზე ექსპერიმენტები ტარდებოდა წყვილი ვიდეო ბარათით, ამჯერად კი ოვერქლოქერები მხოლოდ ერთი ბარათით შემოიფარგლნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ  3DMark Time Spy Extreme -ახალი რეკორდი ცალი ბარათით, ავტორებისგან მოითხოვდა ვიდეო ბარათის ძირეულ აპარატულ მოდიფიკაციას.  

image.jpeg 

Power Limit-ის შეზღუდულობისგან რეზისტორების შუნტირებით თავის დაღწევისას მთავარი პრობლემა  ის იყო, რომ ძლიერი დატვირთვისას ვიდეო ბარათი მაინც გადადიოდა „ავარიულ რეჟიმზე“ და მუშაობდა არაუმეტეს 300 მჰც სიხშირეზე, არ იძლეოდა ტესტირების საშუალებას სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer 

ერთ-ერთმა გერმანელმა ენთუზიასტმა გაითვალისწინა ვისი ჩეხი თანამოაზრის - Buildzoid-ის გამოცდილება და რეკომენდაციები GeForce RTX 2080 Ti-ის კვების ქვესისტემის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა მიეწოდებინა დამატებითი კვება ცალკე კონექტორით, რომელიც მიამაგრა დაფაზე საჭირო ადგილას. გარდა ამისა, ვიდეო ბარათის PCI Express კონექტორთან ახლოს დაამატა შუნტირების რეზისტორი. 

image.jpeg 

პროცესის მსვლელობისას აღნიშნულ იქნა, რომ BIOS-ის მოდიფიცირებული ვერსიები ვერ ახერხებდა იდეო ბარათის ოვერქლოქინგის პოტენციალის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, Der8auer-ის Youtube არხის ვიდეოში აღწერილი აპარატურის ცვლილებები გამართლებულია მხოლოდ ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის მიღწევის პირობებში.  

image.jpeg 

GeForce RTX 2080 Ti-ის საუკეთესო ეგზემპლარით, საბოლოოდ, თხევადი აზოტით გაგრილებით, შესაძლებელი გახდა 2490/16900 მჰც სიხშირემდე მიღწევა. ექსპერიმენტის ავტორებმა ასევე გაზარდეს ძაბვა გრაფიკულ პროცესორსა და მეხსიერებაზე. 

image.png 

მოგროვებული 9367 ქულით, der8auer-ი ახალი მსოფლიო რეკორდსმენია ცალბარათიან ოვერქლოქინგში. მან უკან ჩამოიტოვა EVGA-ს ოვერქლოქერის - K|ngp|n-ის რეკორდი. ამასთან, Der8auer-ი არ გამორიცხავს, რომ კიდევ შემოგვთავაზებს „სახლის პირობებში მზადებებს“ უმაღლესი შედეგებისთვის, რომელთაც იგი „შავი დღისთვის“ შემოინახავს.  

  • Like 1
  • Thanks 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.