Magdalena Posted October 11, 2018 Share Posted October 11, 2018 კომპანია Microsoft-მა ხელახლა გამოუშვა Windows 10 October 2018 Update ბეტა-ტესტირების ჯგუფისთვის, რისი მიზეზიც იყო ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ ხარვეზმა აიძულა კომპანია - დროებით შეეწყვიტა განახლების გაშვება და გაეანალიზებინა სიტუაცია. Microsoft-ის პროდუქტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კეიბლმა (John Cable) განაცხადა, რომ ზემოთხსენებული პრობლემა შეეხო Wondows 10-ის 700 000 მომხმარებელს (მომხმარებელთა სრული რაოდენობა 700 მილიონზე მეტია). მან დააზუსტა, რომ კომპანიამ უკვე გაარკვია, რომელ მომხმარებლებს წაეშალათა ფაილები და მუშაობს ამის გამოსწორებაზე. კეიბლი აცხადებს, რომ მწარმოებლები შეძლებენ მონაცემთა აღდგენას, რადგან ფიზიკურად ისინი დისკიდან არ წაშლილა. ამის გამო მომხმარებლებს მიეცათ რეკომენდაცია - ნაკლებად ისარგებლონ ამ დისკებით, რათა არ გართულდეს აღდგენის პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გამოსწორება საბოლოოდ, თუმცა ცხადია, ტესტირებისთვის დროა საჭირო. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა დაკარგვის მიზეზი - კეიბლის თქმით - მდგომარეობს ფუნქციაში: Known Folder Redirection (KFR). ეს ფუნქცია ახორციელებს მონაცემების გადატანას ერთ დისკიდან მეორეზე, რაც შეეხება ფუნქციას - Known Folder Migration, - იგი ახდენს მონაცემების ასახვას Cloud-ში ისე, რომ ორიგინალი არ იშლება. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი რამ ერთმანეთში აერიათ მწარმოებლებსაც კი. აპრილის განახლების დროს გამოყენებულ იქნა ფუნქცია KFR, რამაც შექმნა ფაილ „დოკუმენტები“-ს ცარიელი ასლი. ოქტომბრის განახლების შემთხვევაში კი, განზრახული იყო ასლი-ფაილების წაშლა, თუმცა წაიშალა არა ასლები, არამედ ორიგინალი ფაილები მთელი შიგთავსით. კომპანიამ უკვე განაახლა კავშირი მომხმარებლებთან, რამაც, იდეაში, უნდა განაპირობოს Microsoft-ის მხრიდან ოპერატიული ქმედებები ჩივილის შემთხვევაში. – „ვცდილობთ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებით და გავხადოთ ჩვენი სისტემები და პროცესები სრულყოფილი“- აცხადებს ჯონ კეიბლი. www.3dnews.ru www.theverge.com 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 11, 2018 Share Posted October 11, 2018 დარწმუნებული ვარ რომ ფაილების ერთ-ერთი წაშლის მიზეზი შეიძლება ახალი შპიონური ფიშკები იყოს რაც მაგ ბილდში ჩააშენა კიდე მიკროსოფტმა, ამიტომ ზუსტი მიზეზი რომც იცოდენ მიკროსოფტის კამანდაში მაგას არ გაამხელენ ნამდვილათ, იგივე დეფენდერის ახალი ფიშკები შეიძლება იწვევდეს ფაილების წაშლას, ან გაძლიერებული სლეშკა და ანტიპირატული სლუჟბები ფაილების სკანირების დროს რომ იყენებს მიკროსოფტი, თუმცა რამე ბაგიც გამოხტა შეიძლება ბოლო მომენტში და მართლა არ ქონდეთ ბოლომდე შესწავლილი, მაგიტომაც თავი დაიზღვიეს და მინიმუმ რამდენიმე კვირით ისევ გადაიდო RTM გამოშვება როგორც ეგ წინა RS4 1803 ბილდზე მოხდა ლამის ივნისში რომ გამოჩნდა აპრილის შვა რიცხვების მაგივრათ, ეხლა ალბათ ნოემბრისთვის უნდა ველოდოთ მარტო განახლებულ ოფიციალურ ვერსიას, მაგან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ეხლანდელი 6 თვეში ერთხელ ახალ-ახალი ბილდების კონვეირივით გამოშვება საერთოდ არ ამართლებს, მალე მემგონი ბევრს მობეზრდება ეგრე სწრაფ-სწრაფათ ვინდოუსის განახლება და ადგება და წელიწადში ერთხელ გადავა ხოლმე შემდგომ ბილდზე მარტო, ანუ სიტყვაზე 1903 როცა გამოვა მარტო მერე გადავა 1809-ზე და ბაგებიც გაცილებით ნაკლები შეხვდება მაგ შემთხვევაში, ეხლანდელი RTM კი ფაქტიურათ არის ბეტა ვერსია რომელიც ალფა ვერსიის შემდეგ გამოდის, ბეტები კი ალფა სტადიაშია ლამის, უბრალოთ მაგდენი სულელური შეცდომები და მელკი ბაგები არ შეიძლება ოფიციალურ ვერსიაში ქონდეს, მაგრამ ბოლო წლებში მიკროსოფტი სულ სხვა რაღაცეებზე აკეთებს აქცენტს და ბაგების დაფიქსვას და შესწავლას უფრო ნაკლებ დროს უთმობენ, რასაც ავალებენ ზემოდან იმას აკეთებენ პირველ რიგში დეველოპერები, დონა სარკარის დანიშვნაც დიდი უაზრობა იყო და მთლათ აირ-დაირია ყველაფერი, მოკლეთ რაც ბაბუა ბილი აღარაა მიკროსოფტის პრეზიდენტი მაგის შემდეგ დაეცა ვინდოუსის ხარისხიც 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts