Magdalena

ASUS-ის ახალი ბიუჯეტური Chromebook C423

Recommended Posts

ASUS-ი აგრძელებს თავისი Chromebook-ების ასორტიმენტის შევსებას ახალი, საშუალო ფასის მქონე მოდელებით. გასულ თვეში გამოვიდა ლეპტოპი Chromebook C223NA, ახლა კი კომპანიამ უკვე განათავსა ინფორმაცია თავის საიტზე ახალი Chromebook C423-ის შესახებ. ლეპტოპი იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე.

 

image.jpeg 

ახალი Chromebook-ი წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებულია Intel Apollo Lake-ის თაობის 14 ნანომეტრიან Celeron N3350 პროცესორზე, ტაქტის სიხშირეა 1,1 გჰც, აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, გაფართოებით - 1366 × 768. გვერდების შეფარდებაა 16:9. დისპლეი არ არის სენსორული. 

image.jpeg 

 

Chromebook-ის მეორე ვარიანტი მუშაობს 14 ნანომეტრიან პროცესორზე, Intel Pentium N4200 კრისტალზე. აქვს ოთხი ბირთვი და 1,1 გჰც ტაქტის სიხშირე. 14-დუიმიანი სენსორული ეკრანი - 1920 × 1080 გაფართოებითა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირით.  

 

image.jpeg 

 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 ან 8 გბ, eMMC  ფლეშ-მოდულის მოცულობაა 32 ან 64 გბ, ლეპტოპს აქვს სლოტები SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათებისთვის. 

ლეპტოპის სპეციფიკაციაში აგრეთვე შედის უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2×2), Bluetooth 4.0. კიდევ, USB 3.0 Type-C-ის ორი პორტი, და ორიც USB 3.1 პორტი. ასევე, ვებ-კამერა და ბატარეა 38 ამპ/სთ მოცულობით. Chromebook-ის წონა შეადგენს 1,2-1,34 კგ-ს, წონა დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now