Magdalena Posted October 10, 2018 Share Posted October 10, 2018 ვიდეო ბარათების ცნობილმა მწარმოებელმა ZOTAC-მა გამოაქვეყნა თავისი მოწინავე ადაპტერის - GeForce RTX 2080 — AMP Extreme-ის ZT-T20800B-10P მოდელების მარკეტინგული ესკიზები და ძირითადი მახასიათებლები. ძირითადი ვერსიის გარდა, სხვადასხვა სავაჭრო არხებზე ასევე გამოჩნდება ალტენატიული ვერსიაც - AMP Extreme Core, გრაფიკული ბირთვების შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით. GeForce RTX 2080 AMP Extreme (ცენტრში) ZOTAC Gaming GeForce RTX 2080 AMP Extreme სისტემურ ბლოკში დაიკავებს სამი სლოტის სივრცეს, მისი სიგრძე 324 მმ-ია, სიგანე - 136 მმ. ცნობილია, რომ ახალი ბარათისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ 650 ვატიანი კვების ბლოკი ორი 8-პინიანი PCI-E Power სადენით ან ორი 6-პინიანი PCI-E Power-ს დამატებული კიდევ ორი 4-კონტაქტიანი Molex სადენი. 16+4 ფაზიანი კვების სისტემით, GeForce RTX 2080 AMP Extreme აღემატება NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ეტალონური მოდელის ფაზების რაოდენობას. წარმოდგენილი ქულერი შედგება 90 მილიმეტრიანი ვენტილატორებისგან, ალუმინის ორგანყოფილებიანი რადიატორისგან, ხუთი-ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილებისგან. ასევე აქვს დეკორატიული RGB განათება - Spectra 2.0. წარმოდგენილია უკანა და წინა გამაძლიერებელი რადიატორების ფირფიტები. უკანა მხარეს, ლოგოტიპ „Live to Game“-თან განთავსებულია პოლიმერული კონდენსატორის - PowerBoost-ის სივრცე. ახალი ვიდეო ბარათის „არსენალი“ მოიცავს Turing-ის 2944 ნაკადს, 184 ბლოკ TMU-ს, 64 ROP, 46 RT-ბირთვებს, ასევე, GDDR6 სტანდარტის 8 გბ-იანი VRAM-ს. Ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტი/წმ. გამოსახულების გასაშვებად GeForce RTX 2080 AMP Extreme-ს აქვს ოთხი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b პორტი და ერთიც USB 3.1 Type-C/VirtualLink. ახალი ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი ალტერნატიული Core ვარიანტის შეძენე შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი, თუმცა იგი ნაკლებად გამოსადეგი იქნება GPU-ს ან მეხსიერების ჩიპების ასაჩქარებლად. https://3dnews.ru/976498 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 11, 2018 Share Posted October 11, 2018 კარგი ვერსიაა საკმაოთ, ისე ბევრი არ აქებს დიდათ 1080Ti ზოტაკის 2-3 ვენტილატორიანი ვერსიის გაგრილებას და ნეტა რამე თუ შეიცვალა მაგ მხრივ მაგ ახალში, მაგრამ თვითონ სბორკა ძალიან კარგი ხარისხისაა 2 ფანია ზოტაკ ამპის და ადვილათ ეგ კარტა არ უნდა გაფუჭდეს მაინინგში ამუშავებ თუ გეიმინგში, უბრალოთ იმდენათ ძვირი ჯდება ეგ ახალი სერია რომ ისევ რამე ეგეთის აღება ჯობია 2K გეიმინგი იქნება თუ დაჟე მაინინგი ამ ეტაპზე, სხვაობა არც ისეთი დიდია პერფორმანსში, ზატო ფასში 300-400$ სხვაობაა 2080 და 1080Ti შორის და არც 1080 და 2070 შორის იქნება მცირე სხვაობა ფასში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.