Jump to content

ZOTAC- მა გამოუშვა GeForce RTX 2080 AMP Extreme ამაჩქარებლის ორი ვერსია


Recommended Posts

ვიდეო ბარათების ცნობილმა მწარმოებელმა ZOTAC-მა გამოაქვეყნა თავისი მოწინავე ადაპტერის - GeForce RTX 2080 — AMP Extreme-ის ZT-T20800B-10P მოდელების მარკეტინგული ესკიზები და ძირითადი მახასიათებლები. ძირითადი ვერსიის გარდა, სხვადასხვა სავაჭრო არხეზე ასევე გამოჩნდება  ალტენატიული ვერსიაც - AMP Extreme Core, გრაფიკული ბირთვების შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით.  

image.jpeg 

GeForce RTX 2080 AMP Extreme (ცენტრში) 

ZOTAC Gaming GeForce RTX 2080 AMP Extreme სისტემურ ბლოკში დაიკავებს სამი სლოტის სივრცეს, მისი სიგრძე 324 მმ-ია, სიგანე - 136 მმ. ცნობილია, რომ ახალი ბარათისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ 650 ვატიანი კვების ბლოკი ორი 8-პინიანი PCI-E Power სადენით ან ორი 6-პინიანი PCI-E Power-ს დამატებული კიდევ ორი 4-კონტაქტიანი Molex სადენ. 16+4 ფაზიანი კვების სისტემით, GeForce RTX 2080 AMP Extreme აღემატება NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ეტალონური მოდელის ფაზების რაოდენობას. 

image.jpeg

 

წარმოდგენილი ქულერი შედგება 90 მილიმეტრიანი ვენტილატორებისგან, ალუმინის ორგანყოფილებიანი  რადიატორისგან, ხუთი-ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილებისგან. ასევე აქვს დეკორატიული RGB განათება - Spectra 2.0. 

image.jpeg 

წარმოდგენილია უკანა და წინა გამაძლიერებელი რადიატორების ფირფიტები. უკანა მხარეს, ლოგოტიპ Live to Game“-თან განთავსებულია პოლიმერული კონდენსატორის - PowerBoost-ის სივრცე. ახალი ვიდეო ბარათის „არსენალი“ მოიცავს Turing-ის 2944  ნაკადს, 184 ბლოკ TMU-ს, 64 ROP, 46 RT-ბირთვებს, ასევე, GDDR6 სტანდარტის 8 გბ-იანი VRAM-ს. პერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტი/წმ. 

image.jpeg 

გამოსახულების გასაშვებად GeForce RTX 2080 AMP Extreme-ს აქვს ოთხი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b პორტი და ერთიც USB 3.1 Type-C/VirtualLink. ახალი ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი ალტერნატიული Core ვარიანტის შეძენე შედარებით იაფად იქნება შესალებელი, თუმცა იგი ნაკლებად გამოსადეგი იქნება GPU-ს ან მეხსიერების ჩიპების ასაჩქარებლად.  

image.jpeg 

Capture.PNG

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

კარგი ვერსიაა საკმაოთ, ისე ბევრი არ აქებს დიდათ 1080Ti ზოტაკის 2-3 ვენტილატორიანი ვერსიის გაგრილებას და ნეტა რამე თუ შეიცვალა მაგ მხრივ მაგ ახალში, მაგრამ თვითონ სბორკა ძალიან კარგი ხარისხისაა 2 ფანია ზოტაკ ამპის და ადვილათ ეგ კარტა არ უნდა გაფუჭდეს მაინინგში ამუშავებ თუ გეიმინგში, უბრალოთ იმდენათ ძვირი ჯდება ეგ ახალი სერია რომ ისევ რამე ეგეთის აღება ჯობია 2K გეიმინგი იქნება თუ დაჟე მაინინგი ამ ეტაპზე, სხვაობა არც ისეთი დიდია პერფორმანსში, ზატო ფასში 300-400$ სხვაობაა 2080 და 1080Ti შორის და არც 1080 და 2070 შორის იქნება მცირე სხვაობა ფასში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.