Magdalena Posted October 10, 2018 Share Posted October 10, 2018 Microsoft-მა დააანონსა თავისი პირველი სათამაშო სტრიმინგ სერვისი xCloud-ი. იგი განკუთვნილია კონსოლების, პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებისთვისაც კი. „ამ პროექტის მასშტაბირება, ფორმირება და განვითარება - ეს მრავალწლიანი თავგადასავალი იქნება ჩვენთვის“, - აცხადებს Microsoft-ის Cloud თამაშების ხელმძღვანელი Kareem Choudhry. სერვისის საჯარო ტესტირება 2019 წელს დაიწყება. Microsoft-მა შექმნა კერძო აპარატურული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზისთვის, ასე რომ უკვე არსებული და მომავალი თამაშები თავსებადი იქნება სერვისთან. მოხდება თამაშების სტრიმინგი მოწყობილობებთან. Microsoft-ი ახდენს xCloud-ის ტესტირებას Xbox-ის უსადენო კონტროლერების საშუალებით, რაც მიერთებულია კონსოლთან, ან პერსონალურ კომპიუტერთან, ანდა სმარტფონთან. კორპორაცია აცხადებს, რომ სერვისზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფები „ქმნიან შეფერხებებთან ბრძოლის საშუალებებს“ წამყვანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით - ვიდეოს კოდირება-დეკოდირების ჩათვლით. ეს ქმედებები განაპირობებს იმას, რომ თამაშების სტრიმინგი ფუნქციური და ქმედითუნარიანი იქნება 4G ქსელებშიც კი. სერვისის ტესტირების დაწყება დაგეგმილია 2019 წლიდან. Microsoft-ის Xbox გეიმინგ სერვისს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ უამრავ კონკურენტ სერვისს. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარობით გამოირჩევა GeForce Now, PlayStation Now, Shadow და Liquid Sky. კორპორაცია ჯერჯერობით არ ამხელს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს და რითი გაუწევს კონკურენციას სხვებს მისი სერვისი. ამის შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლიდან ტესტირების დაწყების შემდეგ. www.theverge.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.