Jump to content

ნახევრადავტომატური მართვის ტესტირებაზე Cadillac-მა Tesla-ზე უეკეთესი შედეგები აჩვენა


Recommended Posts

Consumer Reports-ის პუბლიკაციის მიხედვით, General Motors-ის კუთვნილმა ბრენდმა Cadillac-მა ნაწილობრივ ავტომატური მართვის სისტემის ახალ რეტინგებში Tesla-ს გაუსწრო. Consumer Reports-ი მეტად გავლენიანი ამერიკული კომერციული ორგანიზაციის - Consumers Union-ის ჟურნალია. Consumers Union-ი ახდენს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასა და შეფასებას. 

image.jpeg

Consumer Reports-ის ცნობებით, მოხდა 1)Super Cruise-ს  (Cadillac-ის ნახევრადავტომატური მართვის სისტემის) და 2) Autopilot-ის (Tesla) შედარება  - 3) Nissan Motor-ისა და 4) Volvo Car Corp.-ის მსგავს სისტემებთან. საბოლოოდ, მართვის საუკეთესო სისტემად Super Cruise ჩაითვალა, Tesla- Autopilot-მა მეორე ადგილი დაიკავა, Nissan-ის სისტემა ProPilot Assist-ი მესამე ადგილზე გავიდა, Volvo-ს Pilot Assist-ი დასჯერდა მეოთხე ადგილს.  

ავტომობილების ტესტირების დირექტორის - ჯეიკ ფიშერის (Jake Fisher) თქმით, Consumer Reports-ი უკვე რამოდენიმე წელია ახდენს  ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის სისტემების ტესტირებას, ამჯერად კი გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცეს მას და მოხდეს შედეგების პუბლიკაცია. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მსგავსი სისტემები დღესდღეობით მეინსტრიმია.   

image.jpeg

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტესტები, რომლებიც ჩატარდა კერძო და საერთო მოხმარების მაგისტრალებზე, შემუშავებული იყო იმ მიზნით, რომ განესაზღვრა, რამდენად შეუძლია სისტემას მართვისა და სიჩქარის ავტომატური კონტროლი სხვადასხვა სიტუაციაში. ტესტირებისას ავტომობილების სალონებში იყოფებოდნენ მძღოლები, რათა გარდაუვალი შემთხვევისას გადასულიყვნენ ტრანსპორტის ხელით მართვაზე.  

ტესტირება ჩატარდა შემდეგ მოდელებზე: 

  • Cadillac CT6; 

  • Tesla Model 3, Model X და Model S; 

  • Nissan Leaf და Infiniti QX50; 

  • Volvo XC40 და XC60. 

როგორც Consumer Reports-ი გვამცნობს, Cadillac-ის სისტემამ - Super Cruise-მა „საუკეთესოდ  დააბალანსა მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები,  უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მძოლის ყურადღების კონცენტრაცია“.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.