Jump to content

ASUS ROG Zephyrus M (GM501GS) - მიმოხილვა


Recommended Posts

კომპანია ASUS-ი ფართო სპექტრის ლეპტოპებს აწარმოებს, მათ შორის, გაიმერულ ვერსიებსაც. თუმცა, მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ASUS ROG Zephyrus GX-ისა და  ROG ZephyrusGM-ის სერიის მოდელები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე თხელ გეიმერულ ლეპტოპებად ითვლება. ამჯერად განვიხილავთ  GM სერიის წარმომადგენელს: 

ASUS ROG Zephyrus M (GM501GS): 

image.jpeg 

 

ეს მოდელი ეკუთვნის სათამაშო სერიას - Republic Of Gamers (ROG). 

ტექნიკური მახასიათებლები: 

! ASUS ROG Zephyrus M GM501 მოდელის რამოდენიმე მოდფიკაცია არსებობს, ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი მათგანის მონაცემები: 

მოდელი 

ASUS ROG Zephyrus M (GM501GS) 

პროცესორი 

Intel Core i7-8750H 

ვიდეოპროცესორი 

Nvidia GeForce GTX 1070 8 გბ /1060 6 გბ 

ოპერაციული სისტემა 

Windows 10 Pro/Home 

ოპერატიული მეხსიერება 

32 გბ-მდე  

დისკის მეხსიერება 

256/512 გბ  SSD NVMe + 1 ტბ HDD 

ეკრანი (ტიპი, ზომა, გაფართოება)  

15.6", IPS, Full HD (1920 x 1080), 144 ჰც 

ფრონტალური კამერა 

HD (1280 x 720) 

SIM-ბარათების რაოდენობა   

არ აქვს 

SD-ბარათის მხარდაჭერა 

არ აქვს 

მონაცემა გაცვლა 

Wi-Fi 802.11b/g/n/a/ac, Bluetooth 5.0 

ინტერფეისები 

Jack 3.5 მმ  (გარნიტურა);  
1 x USB Type-C;  
4 x USB 3.1;  
1 x HDMI 2.0 

ბატარეა 

55 ვტ/სთ (ფიქსირებული) 

გაბარიტები  

384.0 x 262.0 x 17.5-19.9* 

წონა 

2.45 კგ 

*სისქე ნაპირებში - 17,5 მმ, ცენტრში - 19,9 მმ. 

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან. ლეპტოპში გამოყენებულია Intel-ის ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი მობილური მოწყობილობებისთვის: Coffee Lake: i7-8750H (TDP – 45 ვტ). იგი შეიცავს ექვს ბირთვს 2,2 გჰც ნომინალური სიხშირით, აქვს ოვერქლოქინგის საშუალება 4,1 გჰც-მდე (სითბური რეჟიმის კონტროლისა და Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით). 

კამერა, როგორც უმეტესად დამახასიათებელია ლეპტოპებისთვის, არც ისე მაღალი მონაცემებითაა წარმოდგენილი. მისი დანიშნულება ძირითადად ვიდეოზარების განხორციელებაა.  

მცირე გაბარიტების მიუხედავად, ლეპტოპი თითქმის 2,5 კგ-ს იწონის. მისი ხელში აღებისას იგრძნობა, რომ მოკრძალებული ზომის მიუხედავად, იგი ნამდვილად არ არის „ცარიელი ყუთი“. 

ლეპტოპი შეფუთულია შიგთავსის დაცვის მაღალი სტანდარტებით. გამოყენებულია ორი ყუთი, შიდა და გარე. გარე კოლოფი სქელი მუყაოსგანაა დამზადებული: 

image.jpeg

ყუთს აქვს პლასტმასის სახელური კომფორტულად გადატანის მიზნით. 

უკანა მხარეს განთავსებულია სტიკერი ძირითადი მონაცემებით: 

image.jpeg

 

მუყაოს ყუთის შიგნით დამცავ საფარში არის კიდევ ერთი კოლოფი, რომელშიც უკვე მოთავსებულია ლეპტოპი: 

image.jpeg

 

ეს „შიდა ყუთი“ გაფორმებულია მუქ ტონებში, ყუთის ნახევარი პრიალაა, ნახევარი - უხეში ედაპირის მქონე.  

დამტენი და მაუსი შეფუთულია ცალკე. 

image.jpeg 

დამტენი მეტად მძლავრია - 230 ვატიანი, რაც სავსებით ბუნებრივია: მან არა მხოლოდ უნდა დატენოს ლეპტოპი, არამედ ერთდროულად უზრუნველყოს ძლიერი პროცესორის, გრაფიკული ბარათისა და მოზრდილი ეკრანის მუშაობა, აღარ ვთვლით დანარჩენ „წვრილმანებს“. დამტენის წონაც არც ისე მცირეა - 670 გრამი (სადენის გარეშე). 
ვნახოთ მაუსი: 

image.jpegimage.jpeg

მაუსის სახელწოდებაა ASUS ROG Strix Impact. მართალია, იგი ვიზუალურად არ ჰგავს სხვა გეიმერულ მაუს-მონსტრებს, თუმცა მუშაობს შესანიშნავად. 

ლეპტოპს შეძენისას არ მოყვება ჩანთა, მისი შეძენა  მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ. 

ლეპტოპის ზედა მხარეს აღბედილია ROG-ის ლოგოტიპი: 

image.jpeg 

ზედა მხარე დამზადებულია შავი ალუმინისგან (ლოგო პლასტმასისაა). ლეპტოპის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია, რის გამოც იგი მკაცრად საქმიანი სტილის ლეპტოპივით გამოიყურება, მხოლოდ ლოგოტიპი ამხელს მის გეიმერულ დანიშნულებას. მხარეების ზედაპირი ლითონისაა.  

შევხედოთ ლეპტოპის ქვედა ნაწილს: 

image.jpeg 

ქვედა ნაწილზე განთავსებულია რეზინის სამი „ფეხი“, მათთან ახლოს - დინამიკები. კორპუსის ძირი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ პლასტმასისაა, თუმცა ლეპტოპს აქვს მოხერხებული კონსქტრუქცია, რომლის საშუალებითაც უკეთ გაგრილებაა შესაძლებელი: ლეპტოპის გახსნისას ქვედა პანელიც იხსნება და იქმნება მოზრდილი სივრცე, საიდანაც ჰაერი თავისუფლად მიეწოდება გაგრილების სისტემას. ეს ნაწილი გამოიყურება ამგვარად: 

image.jpeg

 

გახსნილ პანელს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: მისი წყალობით ლეპტოპის ძირიადი ნაწილი მომხმარებლისკენ იხრება, რაც მას უფრო კომფორტულს ხდის. 

კორპუსის გახსნა, გასუფთავება, შეკეთება თავისუფლად შეიძლება, ასე რომ, ლეპტოპს ამ მხრივაც 10/10 შეფასება ეკუთვნის. 

image.jpeg 

ვნახოთ გარეგნული მხარეც: 

წინა მხარეს, შუა ნაწილში, გვაქვს მხოლოდ სივრცე, საიდანაც ვხსნით ლეპტოპს.  

image.jpeg 

უკანა მხარეს მოთავსებულია ვენტილაციის სივრცეები: 

image.jpeg 

ორივე მხარეს განთავსებულია კონექტორები. მარცხენა მხარე: 

image.jpeg 

აქ გვაქვს კიდევ ერთი სივრცე ვენტილაციისთვის, შემდეგ: კონექტორი დამტენისთვის, HDMI პორტი, სამი USB 3.1 პორტი და 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის. 

მარჯვენა მხარე გამოიყურება ამგვარად: 

image.jpeg 

აქ განთავსებულია კიდევ ერთი სავენტილაციო სივრცე, სრულზომიანი USB 3.1 პორტი და USB Type-C პორტი.  

image.jpeg

ეკრანი იხსნება 135 გრადუსზე და კარგად ფიქსირდება სასურველ პოზიციაში. კლავიატურის კონსტრუქტია ტრადიციულის მსგავსია, თუმცა დამატებული აქვს კიდევ ოთხი ღილაკი ზედა რიგში. ესენია: ხმის რეგულირების, მიკროფონის ჩართვა-გამორთვის, პროგრამა ROG Gaming Center-ის ჩამრთველი და საკონტროლო ღილაკები. 

კლავიატურის ქვეშ მოთავსებული თაჩპადის ზომებია 105 x 61 მმ. კლავიატურას გააჩნია RGB-განათება, რაც ქმნის სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს. ამგვარად გამოყურება ლეპტოპი განაებული კლავიატურით: 

image.jpeg

ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა, მისი მუშაობის ინდიკატორი და ორი მიკროფონი.  

ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:9, პიქსელების სიმჭიდროვე - 141 ppi. დისპლეი მატირებულია (mate) და კარგად დაცულია სინათლის არეკვლისგან. 

თეთრი ფონის ტესტირების შედეგი კარგია: 

image.jpeg 

შავი ფონის სითანაბრის ტესტის შედეგი არც ისე იდეალურია - ეკანის ზოგ ნაწილში შედარებით განათებული ადგილები ჩნდება: 

image.jpeg 

გამა-მრუდები: 

image.jpeg 

ყველა მრუდი განლაგებულია ნორმატიული მრუდის ახლოს, ერთმანეთისგან მცირედი დაშორებით.  

ეკრანის კონტრასტულობა სიკაშკაშის სხვადასხვა დონეზე: 

სიკაშკაშის (სიმკვეთრის) დონე, % 

თეთრი ფერის სიმკვეთრე, cd/m2 

შავის სიმკვეთრე, cd/m2 

კონტრასტი, x:1 

0 

16.488 

0.023 

717 

25 

69.855 

0.095 

735 

50 

121.541 

0.167 

728 

75 

175.803 

0.232 

758 

100 

317.498 

0.420 

756 

როგორც ვხედავთ, კონტასტულობა 1000-ის ქვემოთაა. ეს მხოლოდ საშუალო შედეგია. საერთო ჯამში, დისპლეი ხარისხი დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. 

Windows-ის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, ლეპტოპში ჩამატებულია პატარა ნაკრები მწარმოებლისგან: 

image.jpeg

 

ინტერფეისი გამოიყურება სტანდარტულად, შესაძლებელია შესვლა BIOS პარამეტრებში F2-ზე დაჭერით, BIOS პარამეტრები სტანდარტულია. ლეპტოპის ჩართვის დრო 12 წამია. 

image.jpeg

overclockers.ru

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.