Jump to content

სმარტფონ LG V40 ThinQ-ის დებიუტი: ხუთი კამერა და QHD+ OLED FullVision ეკრანი


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია LG Electronics (LG)-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონი - V40 ThinQ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეფონს აქვს ხუთი კამერა. მწარმოებლების თქმით, სმარტფონი დაპროექტებულია უმთავრესად იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ფოტო-ვიდეო გადაღების ფართო შესაძლებლობები. image.jpeg

უკანა კამერა აერთიანებს სამ მოდულს. ერთი ბლოკი 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით, f/1,9 მაქსიმალური დიაფრაგმით და 107 გრადუსიანი ოპტიკით. მასთან თანამონაწილეობს ტელეფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანი სენსორით, f/2,4 მაქსიმალური დიაფრაგმითა და თვალთახედვის 45 გრადუსიანი კუთხით. მესამე ბლოკს აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი, f/1,5 მაქსიმალური დიაფრაგმა და 78 გრადუსიანი თვალთახედვის არე.  რეალიზებულია სწრაფი ფოკუსირების სისტემა Dual PDAF (Phase Detection Auto Focus),  აგრეთვე, ორმაგი LED განათება.  

image.jpeg

ფრონტალური კამერა აერთიანებს ორ მოდულს: 8-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/1,9; 80 გრადუსი თვალთახედვის არე) და 5-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/2,2; 90 გრად.). ხელმისაწვდომია ფოტო-ვიდეო გადაღებების სხვადასხვა რეჟიმები. 

სმარტფონის QHD+ OLED FullVision დისპლეის დიაგონალის სიგრძეა 6,4 დუიმი. ეკრანს აქვს 3120 × 1440 გაფართოება, გვერდების შეფარდება - 19,5:9. პიქსელთა სიმჭიდროვე - 538 PPI. 

სმარტფონი მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, რომელსაც აქვს რვა ბირთვი Kryo 385, გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, UFS 2.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა - 64 ან 128 გბ. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის ჩასმა.  

არტფონს აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE NFC მოდული. მაღალი ხარისხის აუდიოსისტემა, დაქტილოსკოპიური სკანერი, FM-tuner-ი, USB Type-C 2.0. პორტი. 

V40 ThinQ-ს აქვს  3300 ამპერი/სთ მოცულობის მქონე  ბატარეა - სწრაფი დატენვის ფუნქციით- Qualcomm Quick Charge 3.0. ტელეფონის გაბარიტებია 158,7 × 75,8 × 7,7 მმ, წონა - 169 გრამი. 

IP68 სტანდარტის შესაბამისად, სმარტფონი მდგრადია წყლისა და მტვრის მიმართ, გარდა ამისა, აქვს მტკიცე, მყარი კორპუსი (MIL-STD 810G). გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo. 

image.jpeg

LG V40 ThinQ გაიყიდება 18 ოქტომბრიდან, მიახლოებითი ფასი 900 აშშ დოლარია. მომხმარებლებს აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება შავ (New Aurora Black), ნაცრისფერ (New Platinum Gray), ლურჯ (New Moroccan Blue) და წითელ (Carmine Red) მოდელებს შორის.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.