Magdalena Posted October 4, 2018 Share Posted October 4, 2018 Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის პლატფორმისთვის განეახლებინა Surface სერიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი - Surface Pro. ეს არის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი. მისი ბოლო განახლებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ამჟამინდელ სიახლეს კი წარმოადგენს მერვე თაობის Intel Core i პროცესორი და მოდელი mate შავ ფერში. ასევე, Microsoft Surface-ის განყოფილების უფროსი Panos Panay აცხადებს, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა Pro 6-ის შიდა კონსტრუქცია და, ჯამში, მოწყობილობა გახდა 67 %-ით უფრო ძლიერი წინა მოდელებთან შედარებით. განახლება შეეხო ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც. Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, Surface Pro 6-ს შეუძლია იმუშაოს 13,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში (ვიდეოს ყურებისას). ცვლილებები არ შეეხო გარეგნულ დიზაინს, Surface Pro 6-ის გარეგნული სახე პრაქტიკულად არ შეცვლილა. მოწყობილობა იწონის 0,8 კგ-ს, აქვს 12,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი 2736 × 1824 გაფართოებით, აქვს 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD ბარათის მოცულობა ვარირებს 128 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე. სამწუხაროდ, Surface Pro 6-ს აქვს იგივე ტიპის მიერთების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ USB-C პორტის შესახებ უნდა დავივიწყოთ. საკვირველია, რომ Microsoft-ი ისევ გაურბის მის დამატებას თავის ფლაგმანურ პლანშეტზე, თუმცა Surface Go და Surface Book 2 წარმოგვიდგინა USB-C პორტით. Surface Pro 6-ს აქვს: USB 3.0 პორტი, Mini Display პორტი, Surface Connect, 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, Surface Type კონექტორი კლავიატურისთვის და პორტი MicroSDXC-სთვის. უსადენო მოდულები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1, 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა 1080p ვიდეო გადაღების მხარდაჭერით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით - Windows Hello, 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით, 1,6 ვატიანი სტერეოდინამიკები და ორი მიკროფონი. Surface Pro 6 ( მოდელი Core i5 პროცესორით, 8 გბ-იანი RAM-ითა და 128 გბ-იანი SSD-თი) ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება 16 ოქტომბერს და მისი ღირებულება იქნება 899 $. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://3dnews.ru/976282 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.