Jump to content

Windows 10-ის ოქტომბრის განახლება


Magdalena

Recommended Posts

განახლება გამოდის ნომრით 1809 და ამჯერად აქცენტი კეთდება არა ახალ ფუნქციურ შესაძლებლობებზე, არამედ უკვე არსებულის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ზოგიერთი სიახლის გაშვება ჯერჯერობით გადაიდო სისტემის მომავალ მსხვილ განახლებამდე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ჩანართების დაჯგუფება მუშაობის გამარტივების მიზნით. 

image.jpeg 

 

მნიშვნელოვანი სიახლეა აპლიკაცია „Your Phone” , რომელიც აუმჯობესებს სმარტფონის ფუნქციურობას კომპიუტერის მეშვეობით. შესაძლებელი იქნება შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, მუშაობა ბოლო 25 ფოტოზე Android-სმარტფონის გალერეაში და ა.შ. ასევე შესაძლებელი იქნება კომპიუტერში განაგრძოთ მუშაობა იმ თემაზე, რისი კეთებაც სმარტფონში დაიწყეთ. ამისათვის საჭიროა პროგრამა Microsoft Launcher.  

გამოჩნდა ბუფერული გაცვლის ისტორია, რომელიც სინქრონიზდება Cloud-თან და იძლევა სხვადასხვა მოწყობილობასთან წვდომის საშუალებას. მაგალითად, შეგიძლიათ დააკოპიროთ ტექსტი ერთ კომპიუტერში და ჩასვათ მეორეში. ეს ფუნქცია დამატებულია SwiftKey კლავიატურაზე iOS-სა და Android-ში. SwiftKey იქნება Windows 10-ის ვირტუალური კლავიატურა.  

მორიგი ცვლილებაა dark რეჟიმი ექსპლორერში, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია აპლიკაციის პარამეტრებიდან. ასევე გაუმჯობესდა ბრაუზერ Edge-ს ფუნქციები - დაემატა Fluent Design-ის მეტი ელემენტი, ახალი სმაილები და ა.შ.  

განახლებების ხილვა შეგიძლიათ აპლიკაციის პარამეტრებში: Settings> Updates and Security> Windows Update> Check for Updates. როგორც ცნობილია, განახლების გავრცელება მოხდება ეტაპობრივად, მისი მიღება ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პირველივე დღეს.  

overclockers.ru

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.